შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული თევზი კასპის რაიონში, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში უკანონოდ დაიჭირეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება აკრძალულ ადგილას ელექტროშოკის აპარატით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
წყარო: http://newpost.ge/
|