თ გადამფრენ ფრინველს შეიძლება დავაკვირდეთ. ეს არის კონკრეტულად მტაცებელი ფრინველების სამიგრაციო დერეფანი. მტაცებელთა უმეტესობა გადამფრენია. ზაფხულის დასრულებისთანავე სამხრეთისკენ მიეშურებიან. არსებობს ფრინველთა გადაფრენის მრავალი გზა, სხვადასხვა ჯგუფში შემავალი ფრინველები სხვადასხვანაირად მიგრირებენ, მაგალითად, წყალმცურავი ფრინველების მარშრუტი სხვაა, მტაცებლებისა - სხვა.
ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო 27-28 სექტემბერს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ატარებს შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას.
ვაქცინაცია ჩატარდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისში - ვაკის პარკი; დიდუბე - ექსპო ჯორჯიას ტერიტორია; ავჭალა - სარაჯიშვილის 3 (გლდანის გამგეობის უკან, კერძო ვეტერინარული კლინიკა); ავლაბარი - მეტროს მიმდებარე ტერიტორია (სკვერში);
ქუთაისში - ნიკეას მე-3 ჩიხი #5 (სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი);
ზუგდიდში - გამსახურდიას ქ. მე -2 შესახვევი #4
სპილო, სახელად მერი, ძმები სპარკსების საცირკო შოუს ერთ-ერთ მთავარ სანახაობას წარმოადგენდა. თუმცა, მთელ მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანის ”მკვლელობის” გამო, სიკვდილით დასაჯეს.
1916 წლის, 12 სექტემბერს ”Sparks Brothers”-ის საცირკო დასი ტენესის შტატის ქალაქ კინგსპორტში ჩავიდა. მათ ქალაქში 30 წლის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 9 ფაქტი გამოავლინეს. ზესთაფონში, ვანსა და წყალტუბოში კანონდამღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე და ე.წ. „მანოკით“ ნადირობნენ. შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი ვანისა და ხარაგაულის რაიონებში გამოავლინეს. სამართალდამრღვევები ეკრანბადის საშუალებით თევზაობდნენ. აღნიშნულ შემთხვევაზე დაიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!