გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას თბილისში თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ღამის საათებში სამართალდამრღვევებს ორთაჭალ-ჰესის მიმდებარედ, მტკვრის პირას მობილიზებული ჰქონდათ კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობები - ელექტროშოკური აპარატი და სახლართი ბადე.
სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების დანახვისთანავე ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საპატრულო
|