გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარებისას თელავის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები მდინარე- ალაზანსა და ბაისუბნის წყალზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით - ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.
ბრაკონიერებს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე, დენის წყარო - ე.წ. აკუმულატორი ჩამოერთვათ.