"ბოლო წლებში ეგზოტიკურ მენიუს ქართველებიც ეტანებიან"
21-ე საუკუნემ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვა. ისინი მოგზაურობენ და ეძებენ რაღაც ახალს, ეგზოტიკურს, რაც მათთვის უცხოა. გამონაკლისი ამ მხრივ არც კულინარიაა: არის ხალხი, ვისაც ღამურას ან ტარანტულის ხორცი შემწვარ კარტოფილსა და ქათმის ხორცს ურჩევნია, ზოგიერთი ტურისტი კი, საფრანგეთში მარტო ეიფელის კოშკის სანახავად კი არა,