მთავარი » 2015»მაისი»21 » ტიტანობოა: ყველაზე დიდი გველის სახეობა კაცობრიობის ისტორიაში(+ვიდეო)
19:28:45
ტიტანობოა: ყველაზე დიდი გველის სახეობა კაცობრიობის ისტორიაში(+ვიდეო)
დინოზავრების გადაშენებიდან მილიონი წელი გავიდა. სწორედ ამ პერიოდში დედამიწაზე არსებობდა გიგანტური ზომის ქვეწარმავალი, რომელიც 60-58 მილიონი წლის წინ კოლუმბიის ჭაობიან ადგილებში ბინადრობდა. დღეს ამ ქვეწარმავალს ტიტანობოას უწოდებენ. მისი სიგრძე 15 მეტრს აღწევდა და ტონამდე იწონიდა.
ტიტანობოას მასშტაბური ზომები განპირობებული იყო იმ დროს არსებული კლიმატის გამო.
კანადელმა და ამერიკელმა ზოოლოგებმა გააკეთეს ტიტანობოას უჯრედის ანალიზი და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მისი საშუალო სიგრძე 13 მეტრამდე იყო და ტონაზე მეტს იწონიდა.
ყველაზე დიდი გველი, რომელიც დღესაა ცნობილი არის პითონი. ის 8,7 მეტრამდე იზრდება, ხოლო ყველაზე პატარა Leptotyphlops carlae-ია, რომელიც 10 სმ-მდე აღწევს.
ტიტანობოას ვიზუალობა წააგავდა ბოას, ხოლო ქცევა ანაკონდას, რომელიც ბინადრობს ამაზონის ჯუნგლებში. ტიტანობოა იყო ჭაობის მცოცავი ბინადარი და უზარმაზარი მტაცებელი.
ჯუნგლების ჭაობში ტიტანობოას სიცოცხლე იყო ხანგრძლივი, გახშირებული წვიმების, მცენარეებისა და ცხოველების არსებობის გამო. ღრმა მდინარეები მას საშუალებას აძლევდა, ჩასულიყო წყლის ფსკერზე და ასევე თავისუფლად ევლო ხმელეთზეც.
მდინარეებში, სადაც ტიტანობოა საზრდოს იღებდა, ბინადრობდა დაახლოებით სამი სახეობის გიგანტური კუ, ნიანგი და უზარმაზარი თევზები.
მეცნიერებმა 2012 წლის 22 მარტს 14-მეტრიანი ტიტანობოას ფიტული ნიუ-იორკის ცენტრალურ სადგურზე წარმოადგინეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!