ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » ბრიყვთა აღლუმი: ყველაზე სულელური დანაშაულები    

03:45:33
ბრიყვთა აღლუმი: ყველაზე სულელური დანაშაულები
ბრიყვთა აღლუმი: ყველაზე სულელური დანაშაულები
ბრიყვთა აღლუმი: ყველაზე სულელური დანაშაულები
21-01-2013
ამერიკული გამოცემა Huffington Post-ი 2012 წელს აშშ-ში ჩადენილი ყველაზე სულელური დანაშაულებისა და ბრიყვი დამნაშავეების რეიტინგს აქვეყნებს. "გენიოს" კრიმინალთა ვრცელი, 105-კაციანი სიიდან "კვირის პალიტრა" მხოლოდ "განსაკუთრებულად ნიჭიერებზე" მოგითხრობთ.





ცოცხალი ბომბი

დედიშობილა და უგონოდ მთვრალი კელსი ფიშერი პოლიციის დეპარტამენტში გამოცხადდა და განაცხადა, - თალიბებმა უკანალში ბომბი ჩამიმონტაჟესო. როდესაც  ვერაფერი უპოვეს, კელსიმ თავი იმართლა, - ეტყობა, გზაში გამომივარდაო.


დონ რაიმუნდო

45 წლის რაიმუნდო გარსია საგზაო ნიშანთან "ჩხუბისთვის" დააპატიმრეს, რომელსაც იგი გამეტებით ურტყამდა მუშტებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გარსიამ ეს ბრძოლა წააგო.

უიღბლო ბეტმენი

მიჩიგანის პოლიციამ დააპატიმრა ბეტმენის ფორმაში გადაცმული ადამიანი, რომელიც 30 მ სიმაღლიდან ისაქმებდა. ეტყობა, დანაშაულთან ბრძოლაში გართულ "მოსასხამიან ჯვაროსანს" ძირს ჩამოსასვლელად დრო აღარ რჩებოდა. 

პრინციპული ართური

ართურ ბრანდეიჯმა ქალაქ სირაკუზში ბანკი გაძარცვა, 15 წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა და მოლარეს უსაყვედურა, - აქ იმაზე ნაკლებია, რაც მითხარითო. ერთი ისაა, ამჯერად ართურს ბანკში მოლარესთან ერთად პოლიციელებიც დახვდნენ.

ალალი კოდი სლოთერი

გასაუბრებაზე გამოცხადებულმა კოდი სლოთერმა მომავალ დამსაქმებლებს გაუმხილა, რომ ბავშვებზე ძალადობს და ცხოველებთან სექსუალური თამაშებით ერთობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი ნაამბობი სამფეხა კატასთან ურთიერთობის შესახებ. ამ ამბავმა ინტერნეტში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ "ალალი კოდი" ეპითეტადაც კი იქცა და ასე უწოდებენ ადამიანს, ვინც ბრიყვულად საკუთარი თავის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვისაც ეს ტიტული მიეკერა, ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მით რომნი იყო.

სამაგალითო მამა

21 წლის ჯეისონ ენგელმა 2 წლის ქალიშვილს გოჭი-ყულაბიდან 400 დოლარი მოჰპარა. ეს მეზობელმა ქალმა დაინახა და პოლიციას შეატყობინა. ჯეისონმა სასამართლოში გამოცხადება არ ისურვა, რის გამოც საბოლოოდ ციხეში ამოყო თავი.

სამაგალითო შვილი

45 წლის კარენ ჰენრი  80 წლის მამას დანით ემუქრებოდა, როგორ თუ კარტოფილის სალათი არ მიწილადეო. რის გამოც, სატუსაღოში აღმოჩნდა.

მთვრალი გაუჩო

სრულიად შიშველი ჯესი ჯეიმს-თომასი პოლიციელის მოტოციკლს ყიჟინით შემოახტა და შეეცადა, როდეოს ილეთები შეესრულებინა. სამართალდამცავებმა ჯესის შემოქმედებითი აღტყინება სათანადოდ ვერ  დააფასეს და ციხეში მიაბრძანეს.

ფისოების მოყვარული

51 წლის ევერესტ ლეიგსი 911-ის უსაფუძვლო გამოძახებისთვის დააკავეს. ლეიგსმა საგანგებო სიტუაციების სამსახური იმიტომ გამოიძახა, რომ სტრიპ-კლუბში საყვარელ კნუტთან ერთად არ უშვებდნენ. 

გამჭრიახი საიმონი

21 წლის საიმონ ბეიკერმა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ იპარავს იგი ბენზინს პოლიციის მანქანიდან. პოლიციამაც იშვიათი ოპერატიულობა და სოცჩართულობა გამოამჟღავნა და ბეიკერს ყურში ხელი სტაცა...

მსუნაგი მარკი


მარკ რიჩარდსონი ერთი ჩვეულებრივი ცრუპენტელა იყო. პამპერსებს ატარებდა და თავს აუტისტად ასაღებდა, რათა ქალებს მის მიმართ თანაგრძნობა გამოეჩინათ. ერთ-ერთ ქალბატონს მარკმა ძუძუ მოსთხოვა. როდესაც უარი მიიღო, გაბრაზდა, ფეხზე წამოხტა და ქალი უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. ეს ინციდენტი პოლიციამ შენიშნა და, უიღბლო "აუტისტს" რამდენიმე წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მკვლელი კოცნა


92 წლის ჰელენ სტაუდინგერმა 19 წლის მეზობელს ცეცხლი გაუხსნა, რადგან ყმაწვილმა უარი განაცხადა მისთვის ტუჩებში ეკოცნა. სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა...


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/mozaika/15255-briyvtha-aghlumi-yvelaze-suleluri-danashaulebi.html
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 2957 | დაამატა: Admin | ტეგები: დანაშაულები, სულელური, ბრიყვთა, ყველაზე, აღლუმი: | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 merabnozadze   (10.03.2013 22:21:23) [მასალა]
მკვლელი კოცნა ისე ამის კოცნას ისევ ტყვიის მოხვედრა ჯობდა... 54d43a8c

0   Spam
5 MiQia   (02.02.2013 00:17:14) [მასალა]
069 069 069 069 10 10 10 10 10

0   Spam
4 ogafa   (01.02.2013 22:00:11) [მასალა]
19

0   Spam
3 mixo-kiziki   (01.02.2013 11:55:36) [მასალა]
069 069 069 069 069 10 166

0   Spam
2 ბუთუთი   (31.01.2013 15:25:02) [მასალა]
069 069 069 069 069 069 069 069 069 069

+1   Spam
1 bichi2009   (31.01.2013 15:01:19) [მასალა]
თალიბების დამონტაჟებული ბომბიმაგარი იყო 069 069 17 17

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика