ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მარტი » 20 » დიდი მარხვის პიველი კვირა...    

10:50:15
დიდი მარხვის პიველი კვირა...

როგორ უნდა დავიცვათ მარხვის პირველი კვირა?

მარხვა არ არის მხოლოდ წიწიბურასა და კომბოსტოს მირთმევა. მარხვის მთავარი ნაწილი სულიერი მარხვაა, ხორციელი კი მას ეხმარება. შევეცადოთ, რომ არამხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც მკაცრად ვიმარხულოთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ ცხოველური საკვები. სამარხვო საკვების მიღების დროსაც ზომიერება გვმართებს. პირველი კვირის ხუთი დღე უზეთო მარხვაა, შაბათ-კვირას კი ზეთი უკვე შეიძლება. საკვების ზედმეტი მიღება, განსაკუთრებით კალორიულისა, იწვევს ენერგიეს ჭარბად დაგროვებას ორგანიზმში და ეს ენერგია, ხშირ შემთხვევაში ვნებები რეალიზდება დაცემით და მანკიერი ჩვევებით.

მთელი მარხვის პერიოდში აუცილებელია ადამიანმა შეზღუდოს ტელევიზორის ყურება, პირველ და ბოლო კვირებში სასურველია საერთოდ არ ჩართოს. არ უნდა იაროს დაბადების დღეებსა და წვეულებებზე, თეატრებში, კინოებსა და სხვა გასართობ პროგრამებზე. გარეთ უნდა გამოვიდეს მოწესრიგებული, დავარცხნილი-დაბანილი, მხიარული, ისე, რომ არ ეტყობოდეს მარხულობს თუ არა. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გამოიტიროს ცოდვები, იმარხულოს უფლის წინაშე და არა ხალხის დასანახად.

რა ლოცვები იკითხება მძიმე კვირაში ტაძრებში?

დიდი მარხვის პირველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტაძრებშიანდრია კრიტელის კანონი იკითხება, რომელშიც ძველი და ახალი აღთქმის ისტორიაა მოთხრობილი. დიდი და მცირე სერობის ჟამნები, შუაღამის და ცისკრის ჟამნები, III, VI, IX ჟამნი და სადილის ჟამნი. ოთხშაბათსა და პარასკევს აღესრულება ლიტურღია პირველშეწირულისა.

რა ლოცვები უნდა წაიკითხოს მორწმუნემ სახლში?

სახლში ჩვეულებისამებრ, უნდა წაიკითხოს დილა-საღამოს ლოცვები, რომელსაც მოყვება ეფრემ ასურის ლოცვები. ეფრემ ასურის ლოცვები წყდება პარასკევ საღამოს და ახლდება კვირა საღამოდან. ასეა მთელი მარხვის განმავლობაში, ვნების კვირეულის ოთხშაბათამდე. მთელი მარხვის განმავლობაში არ იკითხება დაუჯდომლები, გარდა შაბათ-კვირისა. შაბათს –ღვთისმშობლის, ხოლო კვირას – მაცხოვრის. სახარება იკითხება მხოლოდ იმ დღეებში, რომელ დღეებშიც მითითებულია საეკლესიო კალენდარში. რაც შეეხება ფსალმუნებს, იგი შეიძლება იქნას წაკითხული მთელი მარხვის განმავლობაში, გარდა ვნების შვიდეულის პარასკევიდან, ბრწყინვალე შვიდეულის ჩათვლით.

როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები რომლებსაც მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ?

ვისაც ხორციელი მარხვა არ შეუძლია. ძირითადად ესენი არიან სნეულები და ღრმად მოხუცებული ადამიანები. სნეულებით ან სიბერით გათანგული ადამიანი, ცარიელია ვნებებისა და ცუდი აზრებისაგან, აქედან გამომდინარე, მას არ სჭირდება საკვებით მარხვა. არ სჭირდებათ ხორციელი მარხვა ასევე მიდგომილ (ფეხმძიმე) ქალებს. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.



წყაროhttp://www.ambioni.ge/didmarxvis-pirveli-mzime-kvira
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1707 | დაამატა: nugomonadire | ტეგები: პიველი, დიდი, კვირა..., მარხვის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика