მთავარი » 2013»მარტი»21 » კაცი, რომელმაც მეტალის დეტექტორით 1 მილიონი დოლარი იპოვა
12:00:20
კაცი, რომელმაც მეტალის დეტექტორით 1 მილიონი დოლარი იპოვა
Dave Crisp -ალბათ ეს სახელი არაფერს გეუბნებათ. ის არც ცნობილი მსახიობია და არც ცნობილი მომღერალი. ის ინგლისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მზარეულად მუშაობდა. რამდენიმე ხნის წინ ამ ადამიანმა თავისი მეტალის დეტექტორის წყალობით 52000 რომაული მონეტა იპოვა, რაც 1 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტი აღმოჩნდა.
კრისპი თავისი ახალი ხელსაწყოთი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით "ცდებს” ატარებდა. მას უბრალოდ მეტალის დეტექტორის გამოცდა სურდა, მეტი არაფერი. ამ დროს კი ის წააწყდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მონეტებს, რომელთა რაოდენობამ 52000-სს მიაღწია. სავარაუდოდ მონეტები 253 -დან 293 წლებში იქნა დამზადებული. დაახლოებით 700-მდე მონეტაზე გამოსახულია Marcus Aurelius Carausius სახე, რომელიც იმ პერიოდში რეგიონს მართავდა. კრისპი თავისი "საგანძურის” განაწილებას აპირებს იმ მიწის მეპატრონეებთან, სადაც მან მონეტები იპოვა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!