ამ ცხოველებმა თავიანთი ქონება გამოიმუშავეს იმით, რომ ეხახუნებოდნენ ფეხებზე, ერთგულად უყურებდნენ თვალებში და დროდადრო საყვარლად ყეფდნენ. შემდეგ კი მოსიყვარულე პატრონი სამუდამოდ წავიდა, მაგრამ დატოვა მემკვიდრეობა. და ახლა ეს ყველაფერი: ვილა, ავტომობილი მძღოლით, მოსამსახურე პერსონალი ოთხფეხა მილიონრებს ეკუთვნით.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს პატრონობა ჭირდება, ამიტომ ფუმფულა ბენეფიციარს მეურვე ენიშნება. იგი თვალყურს მიადევნებს, რომ მემკვიდრე ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს, ხოლო გარდაცვლილი პატრონის ნება ზუსტად სრულდებოდეს.
თუ მდიდარ ოთხფეხა ბინადარს გაუჩნდება შვილები, “ქარხნები და გემები” მთლიანად შეიძლება, მათ გადაეცეს და შემდგომ, უცნაური მემკვიდრის თუნდაც შვილიშვილებს ან შვილაშვილებს.
“ძველი ფულის” მომხიბვლელობა
გიუნტერ მეოთხე. მისი ქონება 324 მილიონ დოლარს შეადგენს
გერმანულ ნაგაზ გიუნტერ მეოთხეს მემკვიდრეობა მამისგან, გიუნტერ მესამისგან ერგო. ხოლო მამამ, თავის მხრივ, 1992 წელს ცხოველებისთვის პატრონების მიერ დატოვებული სიმდიდრის რეკორდი მოხსნა. მისი პატრონი გერმანელი არისტოკრატი - კარლოტა ლიბენშტაინი გახლდათ.
მეურვეები ისე ოსტატურად მართავენ ძაღლის ფინანსებს, რომ მათ შეძლეს მაიამიზე მადონას ყოფილი დიდი სახლის ყიდვა. ასევე ძაღლს აქვს ვილა იტალიაში, ძვირფასი მანქანების მთელი პარკი და ჰყავს ორი პერსონალური ასისტენტი.
"თქვენ თავად ხართ მაიმუნები"
შიმპანზე კალუ. მისი ქონება 109 მილიონ დოლარს შეადგენს პატრისია ო ნილის წყალობით შიმპანზე კალუ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ შიმპანზედ იქცა.
შიმპანზე კალუ კეიტაუნის მახლობლად, უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. იგი უძვირესი მაიმუნია მსოფლიოში. მის პატრონს, პატრისიას ისე უყვარდა ცხოველები, რომ მთელი თავისი კაპიტალი რამოდენიმე ათეულ კატასა და ძაღლს დაუტოვა, მაგრამ ყველაზე მეტი კალუს შეხვდა. ხოლო მილიონერი ქალბატონის ქმარმა, მოცურავე ფრენკ ო-ნილმა ცოლისგან კაპიკიც ვერ მიიღო. ანდერძის შედგენისას, იგი სიდნეის XXVII ოლიმპიადაზე გამოდიოდა.