სამმა უპატრონო ძაღლმა, რომლებიც ავღანეთში მყოფ ამერიკელ სამხედროებს ჰყავდათ შეჩვეული, 50 ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა.
ჯარისკაცებმა შეიფარეს სამი უპატრონო ძაღლი, რომლებსაც დაარქვეს რუფუსი, საშა და ტარგეტი. ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა ,ასაფეთქებელი ყუმბარებით შეიარაღებული თვითმკვლელი ტერორისტი ცდილობდა ბაზაზე შეჭრას. ძაღლებმა უცხო ადამიანის მოახლოებაზე ყეფა დაიწყეს და თავისი ჯარისკაცი მეგობრები იხსნეს სიკვდილისგან.
5 ჯარისკაცი დაიჭრა, ასევე ერთ-ერთი ძაღლი საშა სროლისას სასიკვდილოდ დაშავდა, ხოლო რუფუსი და ტარგეტი უვნებელნი გადარჩნენ.
"ძაღლების გაუჩერებელი ყეფა რომ არ გაგვეგო, ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებოდით."- ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.
როდესაც ჯარისკაცებს ავღანეთში ყოფნის პერიოდი დაუმთავრდათ, თერგეთი და რუფუსი ორმა სამხედრომ ამერიკაში წაიყვანა. მათ კეთილი პატრონები იპოვეს, თუმცა, ტერგეტის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა:
ტერგეტი ახალი პატრონის ეზოდან შემთხვევით გაიპარა. მას ჯერ ჩიპიც არ ჰქონდა გაკეთებული. ძაღლი დაიჭირეს, აღმოჩნდა ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ევთანაზია გაუკეთეს (სამუდამო დაძინება).
თავშესაფრის დირექტორი თავს იმართლებს და ამბობს, რომ თანამშრომლებს შეეშალათ, სხვა ძაღლისთვის უნდა გაეკეთებინათ ევთანაზია, თუმცა, შემთხვევით ტარგერს გაუკეთეს.
"ჩემი სამი შვილი ძალიან განიცდის, თერგეთის სიკვდილს. განსაკუთრებით, ყველაზე პატარა, რომელიც 4 წლისაა. ის ძაღლს ძალიან დაუმეგობრდა. არ უნდა ხდებოდეს ასეთი წინდაუხედავი ქმედებები ჩვენს ქვეყანაში, ასე როგორ გაიმეტეს ჯანმრთელი ძაღლი სიკვდილისთვის."- ამბობს სამხედრო, რომელმაც ტარგეტი შეიფარა.
ათასობით კომენტარი დაიწერა იმ თავშესაფრის წინააღმდეგ, სადაც ტერგეტი დააძინეს. ხალხი აპროტესტებდა და აღშფოთებას გამოხატავდა ამ ფაქტთან დაკავშირებით.