ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2015 » ივნისი » 10 » 50 ქვეყანაში ნამყოფი მოგზაურის შთაბეჭდილებები - "ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბაც მასწავლეს"    

13:02:11
50 ქვეყანაში ნამყოფი მოგზაურის შთაბეჭდილებები - "ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბაც მასწავლეს"
50 ქვეყანაში ნამყოფი მოგზაურის შთაბეჭდილებები - "ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბაც მასწავლეს"
 
50 ქვეყანაში ნამყოფი მოგზაურის შთაბეჭდილებები - "ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბაც მასწავლეს"


გავი ფა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვი­და. 32 წლის ბელ­გი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი უკ­ვე 5 წე­ლია, ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში გა­და­დის.
- უკ­ვე აღარც მახ­სოვს, რო­გო­რი ვი­ყა­ვი მა­ნამ­დე, სა­ნამ მოგ­ზა­უ­რო­ბას და­ვიწ­ყებ­დიო, - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რის დაწ­ყე­ბამ­დე. სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის მქო­ნე მოგ­ზა­ურ­მა თბი­ლის­ში 50-ე ქვეყ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ღვი­ნით აღ­ნიშ­ნა.

- ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, მოგ­ზა­უ­რო­ბა ასე თუ გა­მი­ტა­ცებ­და. ჩე­მი ბევ­რი მე­გო­ბა­რი და­დი­ო­და სა­მოგ­ზა­უ­როდ და ერთ დღე­საც გა­დავ­წყვი­ტე, ბე­დი მეც მე­ცა­და. იმ პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ას, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და სა­ნამ საქ­მე გარ­თულ­დე­ბო­და, სამ­სა­ხუ­რი­დან პირ­და­პირ სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვე­დი. პირ­ვე­ლად ტა­ი­ლან­დში, ბან­გკოკ­ში ჩა­ვე­დი. რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ დი­დი "ნახ­ტო­მი" გა­მო­მი­ვი­და - სრუ­ლი­ად უც­ხო სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი. გარ­შე­მო ურიც­ხვი ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და, ყვე­ლა რა­ღა­ცას ყიდ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ტაქ­სის მთა­ვა­ზობ­და. გზა­აბ­ნე­უ­ლი­ვით დავ­დი­ო­დი და მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე, - სა­ერ­თოდ რის­თვის და­ვიწ­ყე ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა-მეთ­ქი?! 3 დღის შემ­დეგ კი, ჩე­მი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რად მი­მაჩ­ნდა. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. მოგ­ზა­უ­რო­ბა 2007 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ვიწ­ყე და დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ, 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ი­ლან­დი, ვი­ეტ­ნა­მი, ლა­ო­სი, კამ­ბო­ჯა, ინ­დო­ნე­ზია, მა­ლა­ი­ზია - აღარ მახ­სოვს, კი­დევ რამ­დე­ნი ქვე­ყა­ნა ვნა­ხე. პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბით ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მუ­შა­ო­ბა და­ვიწ­ყე, რომ ფუ­ლი შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა და ისევ სა­მოგ­ზა­უ­როდ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­ცა პირ­ვე­ლად ბან­გკოკ­ში ჩა­ვე­დი და გარ­შე­მო ქუ­ჩის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი შე­მო­მეხ­ვივ­ნენ, ასე მე­გო­ნა, თავს მათ ვე­რა­სო­დეს და­ვაღ­წევ­დი. რო­გორც წე­სი, რო­ცა ვინ­მე გე­სა­უბ­რე­ბა, უნ­და შე­ჩერ­დე და მო­უს­მი­ნო, აი, ტა­ი­ლან­დში ვინც და­გე­ლა­პა­რა­კე­ბა, ყვე­ლას მოს­მე­ნას თუ შე­ეც­დე­ბი, ქვეყ­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ერ­თი სა­უ­კუ­ნეც არ გე­ყო­ფა. ვის­წავ­ლე, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ხალხს, რო­მე­ლიც რა­ი­მეს გა­ყიდ­ვას ცდი­ლობს, ყუ­რად­ღე­ბა არ უნ­და მი­ვაქ­ციო. მე ყო­ველ­თვის მარ­ტო ვმოგ­ზა­უ­რობ, მაგ­რამ გზა­დაგ­ზა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რი შემ­ხვედ­რია, რომ­ლებ­საც ჩემ­თან ერ­თად გა­უგ­რძე­ლე­ბი­ათ გზა. არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სა­ცი­ლო ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს. ახ­ლაც, სომ­ხეთ­ში ყოფ­ნი­სას, ერთ ის­რა­ე­ლელ ბიჭს შევ­ხვდი, რო­მე­ლიც პა­რა­ნო­ი­ით იყო შეპ­ყრო­ბი­ლი. ეგო­ნა, რად­გან ის­რა­ე­ლი­დან იყო, ყვე­ლას ეზიზ­ღე­ბო­და და თა­ვის ჩან­თას ტუ­ა­ლეტ­ში გას­ვლი­სა­საც კი არ ტო­ვებ­და. რა თქმა უნ­და, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­საც შეხ­ვდე­ბი. მახ­სოვს ერ­თი ალ­ჟი­რე­ლი ბი­ჭი, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­და­ზე მოგ­ზა­უ­რობ­და. ყი­ნუ­ლო­ვან ქვე­ყა­ნა­ში ნა­ხე­ვა­რი წე­ლი ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი. მას ფი­ჯი­ზე შევ­ხვდი. 

GzaPress- 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­დად­რო სამ­შობ­ლო­შიც ბრუნ­დე­ბო­დი, ალ­ბათ.
- კი, პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ 5 თვე ვიც­ხოვ­რე ბელ­გი­ა­ში, რომ სა­მოგ­ზა­უ­როდ ფუ­ლი შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. მას შემ­დეგ 13 თვე ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. მერე 3 თვით ისევ სახ­ლში დავ­ბრუნ­დი და ამის შემ­დეგ თით­ქმის 2 წლით წა­ვე­დი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 თვე ვცხოვ­რობ­დი ავ­სტრა­ლი­ა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი და სამოგ­ზა­უ­როდ ვაგ­რო­ვებ­დი ფულს. აზი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პე­ლის­თვის საკ­მა­ოდ ია­ფია. ფულს თუ და­ზო­გავ და შენს ბი­უ­ჯეტს გა­და­ა­ნა­წი­ლებ, თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებ რამ­დე­ნი­მე 
 
ქვეყ­ნის მოვ­ლას. მა­გა­ლი­თად, ბან­გლა­დეშ­ში 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 500 დო­ლა­რად იმოგ­ზა­უ­რებ, მაგ­რამ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ასე­თი ია­ფი არ არის. 

- სა­ქარ­თვე­ლო­ში 50 ქვეყ­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნე. რა გრძნო­ბაა, რო­ცა იცი, მსოფ­ლი­ოს მე­ოთ­ხე­დი გაქვს მოვ­ლი­ლი? 
- ერ­თი შე­ხედ­ვით ციფ­რი 50 თით­ქოს ბევრს ნიშ­ნავს, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში 200-ზე მე­ტი ქვე­ყა­ნაა, ასე რომ, კი­დევ ბევ­რი მაქვს სა­ნა­ხა­ვი. ამას­თან ერ­თად, გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი ქვეყ­ნის ნახ­ვას აპი­რებ. ჩი­ნე­თი ლა­მის ევ­რო­პისხელაა და მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას საკ­მა­ოდ დი­დი დრო სჭირ­დე­ბა. ალ­ბათ ყვე­ლას ჰგო­ნია, ქვე­ყა­ნას ერ­თი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს, მაგ­რამ ასე არ არის. და­სავ­ლეთ ჩი­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი თურ­ქებს ჰგვა­ნან და თურ­ქულ ენა­ზე ლაპარაკო­ბენ, ტრა­დი­ცი­ე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვთ. სამ­ხრეთ­ში, ტი­ბე­ტის გავ­ლე­ნის გა­მო, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ერთ ქვე­ყა­ნა­ში ათას­ნა­ირ ტრა­დი­ცი­ა­სა და კულ­ტუ­რას შეხ­ვდე­ბით. ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში ნამ­ყო­ფი ვარ, დი­დი ქვეყ­ნე­ბი­დან რუ­სე­თი და აფ­რი­კა­ღა დამ­რჩა სა­ნა­ხა­ვი. 

- რო­გორც ვი­ცი, ავ­სტრა­ლი­ა­ში 1 წე­ლი გა­ა­ტა­რე...
- კი, ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­და ავ­სტრა­ლი­ი­სა, 2 კვი­რა ფი­ჯი­ზე, თვე-ნა­ხე­ვა­რი კი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე. ავ­სტრა­ლი­ა­ში ბევ­რი ად­გი­ლის ნახ­ვა მინ­დო­და, ამი­ტო­მაც მან­ქა­ნა ვი­ქი­რა­ვე, მა­გი­და, სკა­მე­ბი, პა­ტა­რა გა­ზის ქუ­რა მო­ვი­მა­რა­გე და მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვიწ­ყე. სა­დაც ლა­მაზ ად­გილს ვნა­ხავ­დი, მან­ქა­ნას გა­ვა­ჩე­რებ­დი და ხე­დე­ბით ვტკბე­ბო­დი. მე­რე ფუ­ლი გა­მო­მე­ლია და სა­მუ­შაოს ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ავ­სტრა­ლი­ა­ში დო­ლა­რი საკ­მა­ოდ მყა­რია. რამ­დე­ნი­მე თვე­ში საკ­მა­ოდ დი­დი თან­ხა შე­ვაგ­რო­ვე. მან­ქა­ნე­ბის სამ­რეც­ხა­ო­სა და ბარ­ში ვმუ­შა­ობ­დი და ორ­თვე­-ნა­ხე­ვარ­ში ერ­თი წლის მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა მქონ­და. 

GzaPress- გა­ვი, წი­ნას­წარ იცი, რა თან­ხა გჭირ­დე­ბა ერთ­წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის?
- კი, ერ­თწლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ევ­რო სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. თუმ­ცა გა­აჩ­ნია, სად აპი­რებთ მოგ­ზა­უ­რო­ბას. თუ ინ­დო­ეთ­ში წახ­ვალთ, ეს თან­ხა ზედ­მე­ტი­ცაა, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კვი­რა გე­ყო­ფა... 

- შე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა არც ისე უხი­ფა­თო იქ­ნე­ბო­და, არა?
- ვერ ვიტ­ყვი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მხო­ლოდ კარ­გი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. ნა­ხე (ნა­ი­ა­რე­ვებს მაჩ­ვე­ნებს ხე­ლებ­ზე), ინ­დო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას უსი­ა­მოვ­ნო თავ­გა­და­სა­ვა­ლი გა­დამ­ხდა. ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი, სა­ი­და­ნაც სო­ფელ­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ იმ სო­ფელ­ში დღე­ში მხო­ლოდ ერ­თხელ მი­დი­ო­და ავ­ტო­ბუ­სი. ამი­ტომ ლო­დინს ავ­ტოს­ტო­პით წას­ვლა ვამ­ჯო­ბი­ნე და გზა­ზე გა­ვე­დი. "ტრან­გა­ლეტ­კით" მო­მა­ვალ­მა ინ­დო­ელ­მა გა­მი­ჩე­რა და მეც გავ­ყე­ვი. რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის შემ­დეგ კი მთა­ვარ გზას გა­და­უხ­ვია. მივ­ხვდი, იმ სო­ფელ­ში არ მი­დი­ო­და და ფან­ჯა­რა­ზე და­ვუ­კა­კუ­ნე, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ყუ­რად­ღე­ბაც არ მო­მაქ­ცია. გა­დავ­წყვი­ტე, გა­დავ­მხტა­რი­ყა­ვი, ვინ იცის, ის კა­ცი სად მი­დი­ო­და ან რა გან­ზრახ­ვა ჰქონ­და?! ჩან­თა ავი­კი­დე. ეს რომ და­ი­ნა­ხა, ინ­დო­ელ­მა სიჩ­ქა­რეს მო­უ­მა­ტა. მა­ინც გავ­რის­კე და "ტრან­გა­ლეტ­კი­დან" გად­მოვ­ხტი. ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, რაც და­მე­მარ­თე­ბო­და, ხელ-ფე­ხი გა­და­ვიტ­ყა­ვე. გა­მი­მარ­თლა, რომ არა­ფე­რი მო­ვი­ტე­ხე. იმ ინ­დო­ელ­მა კი გზა გა­აგ­რძე­ლა. ალ­ბათ ეს ამ­ბა­ვი უნ­და გა­დამ­ხდე­ნო­და თავს, რომ გა­მე­გო, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ინ­დო­ეთ­ში. იქა­ურ უფა­სო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი. ექი­მი ოთახ­ში იჯ­და, სა­დაც ერ­თი მა­გი­და და 2 სკა­მი იდ­გა. ოთა­ხის კა­რი ღია გახ­ლდათ და კარ­თან მდგა­რი ყვე­ლა ინ­დო­ე­ლი ცდი­ლობ­და, ექიმ­თან პირ­ვე­ლი შე­სუ­ლი­ყო. მოკ­ლედ, დი­დი ზე­და­ხო­რა დამ­ხვდა, ერ­თმა­ნეთს ხელს ჰკრავ­დნენ, წინ მი­ი­წევ­დნენ... ამას­თან ერ­თად, ექიმ­თან პი­რა­დად სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­გე­ცე­მო­დათ, რად­გან ღია კარ­ში უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი იდ­გა და გის­მენ­და. მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რა­ი­მე ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი, ექი­მამ­დე მის­ვლას ვე­რაფ­რით შეძ­ლებ­და.

- რო­გორც ვი­ცი, ვა­ნუ­ვა­ტუ­ზეც იყა­ვი, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა დღემ­დე ქო­ხებ­ში ცხოვ­რობს. 
- კი, ვა­ნუვა­ტუ რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლის­გან შედ­გე­ბა, სა­დაც უც­ხო­ე­ლე­ბი ხში­რად არ ჩა­დი­ან. ამ კუნ­ძულ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე ია­პო­ნე­ლი მუ­შა­ობს მო­ხა­ლი­სედ. ასე რომ, რო­ცა პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი, მკით­ხეს, - ია­პო­ნე­ლი ხა­რო (იცი­ნის)? ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იყო ჩემ­თვის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ისევ ქო­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ, არა აქვთ ელექ­ტრო­ე­ნერ­გია. მა­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­მე­ლი კა­ვაა, რო­მელ­საც ხის ფეს­ვე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ და მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კის ეფექ­ტი აქვს. ასე რომ, სა­ღა­მოს რო­გორც კი შე­ბინ­დდე­ბა, რამ­დე­ნი­მე ჭი­ქა კა­ვას შემ­დეგ ძა­ლი­ან ითენ­თე­ბი და გე­ძი­ნე­ბა. მე­ო­რე დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი გე­ზა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვად ხალ­ხმა გა­მა­ო­ცა. ისი­ნი ე.წ. ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შეც ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს. მათ აქვთ სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა, რო­მელ­საც ყო­ველ სა­ღა­მოს უკ­რა­ვენ, ამ­ზა­დე­ბენ კა­ვას ხის ფეს­ვე­ბის­გან... მივ­ხვდი, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი, კომ­პი­უ­ტე­რი და სხვა ათა­სი წვრილ­მა­ნი მათ­თვის ზედ­მე­ტი გახ­ლდათ. ამ ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ ვი­მოგ­ზა­უ­რე, რო­ცა ია­პო­ნი­ას ცუ­ნა­მი და­ატ­ყდა თავს. ცუ­ნა­მის გან­გა­ში კუნ­ძულ­ზეც ატ­ყდა, წე­სით, ყვე­ლას პა­ტა­რა გო­რა­კის­თვის უნ­და შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თა­ვი, მაგ­რამ კა­ვა­ნას­ვა­მი მა­მა­კა­ცე­ბი თა­ვის შვე­ლას სუ­ლაც არ ფიქ­რობ­დნენ. ამ სას­მ­ლის და­ლე­ვა ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს არ შე­უძ­ლი­ათ, ეს ტა­ბუდადებულია. ვში­შობ, რომ ამ ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი თან­და­თა­ნო­ბით და­ი­კარ­გე­ბა. კუნ­ძუ­ლი­დან ახალ­გაზ­რდე­ბი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში მი­დი­ან სა­მუ­შა­ოდ, მა­ლე ქო­ხე­ბის ნაც­ვლად კა­პი­ტა­ლურ შე­ნო­ბებს აა­შე­ნე­ბენ და ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­აც მი­აღ­წევს სოფ­ლამ­დე.

GzaPress- რო­გორ ეკონ­ტაქ­ტე­ბო­დი ად­გი­ლობ­რი­ვებს?
- კუნ­ძულ ტა­ნას მცხოვ­რებ­ლე­ბი ფი­ჯის კუნ­ძუ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­გლი­სუ­რით სა­უბ­რო­ბენ. ამ ენას ბის­ლა­მას ეძა­ხი­ან და ინ­გლი­სუ­რად ისე უნ­და ილაპარაკო, რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვმა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სულ­ში კა­ნი­ბა­ლე­ბი გახ­ლდნენ და ერთ დროს კუნ­ძულ­ზე ჩა­სუ­ლი მი­სი­ო­ნე­რიც შე­მო­ე­ჭა­მათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ადა­მი­ა­ნის ხორცს აღარ მი­ირ­თმე­ვენ, ერთ სა­ღა­მოს ცეც­ხლის პი­რას მსხდარ­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ადა­მი­ა­ნის ხორ­ცის მომ­ზა­დე­ბის რე­ცეპ­ტი გა­მიმ­ხი­ლეს. მარ­თა­ლია, აღარ მი­ირ­თმე­ვენ, მაგ­რამ რე­ცეპ­ტე­ბი დღემ­დე არ­სე­ბობს. აქვთ თქმუ­ლე­ბაც, თუ რის გა­მო არ­ჩე­ვენ ბუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე. ჰყვე­ბი­ან, რომ ერთ დღეს წყლის გვე­ლი გო­გო­ნა­ზე და­ქორ­წინ­და, ქალ­მა სულ მა­ლე 2 შვი­ლი, თეთ­რი და შა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ჩი­ნა. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებ­მა რომ გა­ი­გეს, ქალს გველ­თან ეძი­ნა, გვე­ლის მოკ­ვლა გა­დაწ­ყვი­ტეს, მა­ნამ­დე კი გველ­მა თა­ვის თეთ­რსა და შავ ვაჟს ან­დერ­ძი და­უ­ტო­ვა. თეთრ შვილს უთ­ხრა, რომ მას მსოფ­ლიო უნ­და და­ეპ­ყრო და ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით იო­ლი გა­ე­ხა­და. შავ ვაჟს კი ბუ­ნე­ბის დაც­ვი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ამი­ტო­მაც ამ­ბო­ბენ, რომ მა­თი ვა­ლი ბუ­ნე­ბის დაც­ვა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. 
- ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დი ქვე­ყა­ნას, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­გი­ჭირ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა?
- ჩი­ნე­თი არც ისე იო­ლად სა­მოგ­ზა­უ­რო ქვე­ყა­ნაა. მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ინ­გლი­სუ­რი არ იცის, რაც სირ­თუ­ლე­ებს ქმნის. რთუ­ლი იყო თურ­ქმე­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაც, ვი­ზის აღე­ბა საკ­მა­ოდ გა­ჭი­ა­ნურ­და. ერ­თკვი­რი­ა­ნი, ტრან­ზი­ტუ­ლი ვი­ზის მი­ღე­ბას 3 კვი­რა ვე­ლო­დი. ამას­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა­ში ინ­გლი­სუ­რად არა­ვინ სა­უბ­რობ­და და არც ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ამ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე ცე­მა-ტყე­პა და ზე­და­ხო­რა მა­ტა­რებ­ლის სად­გურ­ზე, ბი­ლე­თე­ბის ჯი­ხურ­თან. იქ­ვე შევ­ხვდი რამ­დე­ნი­მე ტუ­რისტს, რომ­ლე­ბიც ბი­ლე­თის ყიდ­ვას ცდი­ლობ­დნენ. ჯი­ხურ­თან ხალ­ხის ზე­და­ხო­რა იყო, ამი­ტომ ერ­თი ტუ­რის­ტი ხალხს აკა­ვებ­და, რომ არ გა­და­ე­თე­ლათ, მე­ო­რე რუ­სულ-ინ­გლი­სურ ლექ­სი­კონ­ში იხე­დე­ბო­და, მე­სა­მე კი გამ­ყიდ­ველს ესა­უბ­რე­ბო­და. თა­ვა­დაც მიხ­ვდე­ბით, რა გა­ჭირ­ვე­ბა­ში იყ­ვნენ (იცი­ნის). 

GzaPress- რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას იმე­დი თუ გა­უც­რუ­ე­ბია?
- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არის რა­ღაც, რა­მაც შე­საძ­ლოა დი­დად არ მოგ­ხიბ­ლოს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ხე­ლი ჩა­იქ­ნიო. ამ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი მძღო­ლი მი­ნა­ხავს, რომ­ლებ­საც ავ­ტო­ბუ­სი გი­ჟე­ბი­ვით დაჰ­ყავ­დათ. მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ყვე­ლა­ზე სა­ში­ში საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბია. ინ­დო­ეთ­ში, ჩი­ნეთ­ში, ბან­გლა­დეშ­სა და ნე­პალ­ში ბევ­რი ისე­თი ამ­ბა­ვი გა­დამ­ხდა თავს, დღემ­დე მიკ­ვირს, ცოც­ხა­ლი რომ ვარ. ყირ­გი­ზეთ­ში ყოფ­ნი­სას კი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩემს მე­გო­ბარს სა­ფუ­ლე­დან ფუ­ლი მოჰ­პა­რეს. ამ ქვე­ყა­ნა­ში ხში­რად სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ გა­ჩე­რე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და სა­პო­ლი­ციო უბან­ში მიჰ­ყავ­ხარ, სა­დაც ჩან­თის გაჩ­ხრე­კას მო­ით­ხო­ვენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ერ­თა­დერ­თი რამ, რაც აინ­ტერე­სებთ, შე­ნი სა­ფუ­ლეა. ამის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი და ფუ­ლი სა­ფუ­ლით არა­სო­დეს დამ­ქონ­და, აი ჩემს მე­გო­ბარს კი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა საკ­მა­ოდ დი­დი თან­ხა მოჰ­პა­რეს სა­ფუ­ლი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, აქ მოგ­ზა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლად ღირს. ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტე­ბის­თვის უსაფ­რთხოა, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნის ვი­ზის მი­ღე­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მა­გივ­რად სომ­ხეთ­ში წა­ვე­დი. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღიც მო­ვი­ნა­ხუ­ლე. ასე რომ, ჩე­მი ორ­მოც­და­მე­ა­თე ქვე­ყა­ნა ყა­რა­ბა­ღი გახ­ლდათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ მრგვა­ლი თა­რი­ღი აღ­ვნიშ­ნე. 

- გა­ვი, რა გას­წავ­ლა ხუთ­წლი­ან­მა მოგ­ზა­უ­რო­ბამ?
- პირ­ველ რიგ­ში - გე­ოგ­რა­ფია! ასე­ვე გა­მაძ­ლი­ე­რა სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რა­დაც. მივ­ხვდი, რომ ფუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­ვი­ცა­ნი, ის ინ­დო­ნე­ზი­ი­და­ნაა და ვფიქ­რობ, რომ ჩემ­მა ხე­ტი­ალ­მა დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქუ­თა­ის­სა და ბა­თუმ­საც მო­ვი­ნა­ხუ­ლებ, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში წა­ვალ, სა­ი­და­ნაც კვიპ­როს­ზე გა­დავ­ფრინ­დე­ბი, იქი­დან მალ­ტა­ში გა­და­ვალ, მე­რე კი გე­მით იტა­ლი­ა­ში ჩა­ვალ. შემ­დეგ უკ­ვე სამ­შობ­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი. ამით ჩე­მი სა­მოგ­ზა­უ­რო გეგ­მე­ბი არ მთავ­რდე­ბა, მაგ­რამ ცო­ტა დრო ჩემს ცხოვ­რე­ბას უნ­და და­ვუთ­მო. მომავალში ალ­ბათ აფ­რი­კა­სა და ამე­რი­კა­ში ვი­მოგ­ზა­უ­რებ. ჯერ კი­დევ ბევ­რი ქვე­ყა­ნა მაქვს სა­ნა­ხა­ვი.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე


წყაროhttp://gzapress.ge
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2133 | დაამატა: Admin | ტეგები: მოგზაურის, 50, ხორ­ცის, მომ­ზა­დე­ბაც, ნამყოფი, ადა­მი­ა­ნის, მასწავლეს, ქვეყანაში, შთაბეჭდილებები | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    gıga777787

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика