ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 7 » „თევზჭერის ტექნიკური რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ    

01:28:50
„თევზჭერის ტექნიკური რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება №551 2014 წლის 12 სექტემბერი ქ.თბილისი „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: 1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა): ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში; ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში; გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში; დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში; ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში; ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების - მთელი წლის განმავლობაში.“. 3. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული ზოგიერთი იარაღები, საშუალებები და ხერხები“. 4. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შიდა წყალსატევებში: ე.ა) სახლართი ბადის გამოყენებით - სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას; ე.ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ სახლართი ბადის გამოყენებით, მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;“. 5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა, მხოლოდ, ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სასროლი ბადით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე, წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გარეშე.“. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

წყაროhttps://matsne.gov.ge/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3242 | დაამატა: Admin | ტეგები: რეგლამენტში, შესახებ, ტექნიკური, „თევზჭერის, შეტანის, ცვლილების | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
5 24   (10.10.2014 22:15:12) [მასალა]
იცით,ალაზანზე ანკესითაც ვეღარ თევზაობენ,ამ ზაფხულს ერთი ბიჭი დააჯარიმეს,ჭიები იმისთვის გყავს კოლოფში თევზი რო დაიჭირო,აბა რისთვის ხარ აქო.:)

0  
6 Admin   (17.10.2014 21:09:33) [მასალა]
ნუ დაწერთ გადაუმოწმებელ ისტორიებს, ანკესით თევზაობასაც აქვს თავისი წესები, ამ წესების დაცვით, ანკესით მოთევზავის დაჯარიმება არის ზღაპარი, რომელსაც მერე დაჯარიმებული მეთევზეები თხზავენ, ვითომდა ცამდე მართლები არიან, არადა ფაქტი ისაა მონადირეების და მეთევზეების 99 %-ს ან კანონი წაკითხულიც არ აქვს, ან თუ აქვს მაინც არ იტკივებს თავს მისი შესწავლისთვის. თუ დააჯარიმეს ექნებოდა კიდეც მიზეზი. წაიკითხეთ ამ ლინკზე
http://www.bazieri.ge/publ....-0-1526
კანონი თევზაობის შესახებ

0   Spam
4 BAGMAN   (09.10.2014 01:03:43) [მასალა]
კაციშვილი არ გიმოწმებს რით თევზაობ და აზრი?
დენი და დინამიტი ისევ ,,ცვეტშია,, ალაზანზე :(

0   Spam
2 თამაზი   (07.10.2014 18:21:57) [მასალა]
1p3 1p3 1p3 1p3

0   Spam
3 giorgi1998   (08.10.2014 16:40:43) [მასალა]
ეცადეთ მარტო სმაილებით არ შემოიფარგლოთ კომენტარის დაწერისას.

0   Spam
1 თამაზი   (07.10.2014 18:18:35) [მასალა]
10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика