ექიმის თქმით, ოპერაციის დროს, იმის გამო, რომ ოპერაცია თევზს წყალში ვერ გაუკეთდებოდა, სპეციალური სატუმბით ჟანგბადით გამდიდრებული წყალი ლაყუჩებიდან შეყავდათ თევზის ორგანიზმში.
ავსტრალიელი ოქროს თევზი სარისკო ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა გონზე მოდის, რომლის დროსაც მას ტვინიდან სიმსივნე მოაშორეს. ამის შესახებ ,,BBC“ წერს.
თევზს ჰქვია ჯორჯი, მისმა პატრონმა მელბურნიდან ნარკოზის ქვეშ ოპერაციის გაკეთებაში 200 დოლარი გადაიხადა. ექიმმა რიჩმა, რომელმაც თევზს სიმსივნე მოაშორა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თევზი უკვე გონზე მოვიდა და ნელ-ნელა იწყებს ცურვას აკვარიუმში. ,,10 წლის თევზს სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში კიდევ 20 წელი ცხორება შეეძლება“, - აცხადებენ ვეტერინარები.
,,ოქროს თევზს ჰქონდა საკმაოდ დიდი სიმსივნე თავში, რომელიც იზრდებოდა. თევზი მალე დაიღუპებოდა“, - ჰყვება ლორდ სმიტის ვეტერინალური კლინიკის ექიმი რიჩი.
თევზის პატრონისთვის იქნა შეთავაზებული ოპერაციის გაკეთება, რათა თევზისთვის სიმისვნე მოეშორებინათ. ექიმის თქმით, ოპერაციის დროს, იმის გამო, რომ ოპერაცია თევზს წყალში ვერ გაუკეთდებოდა, სპეციალური სატუმბით ჟანგბადით გამდიდრებული წყალი ლაყუჩებიდან შეყავდათ თევზის ორგანიზმში. ოპერაცია 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, და როგორც ვეტერინარი აცხადებს, პროცედურა საკმაოდ რთული იყო.
ვეტერინარების თქმით, ჯორჯს კლინიკიდან გამოსაწერად ამზადებენ.