დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს. მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ. ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ათეისტურ ხანაშიც კი, როდესაც ქრისტიანული დღესასწაულების უმეტესობა ხალხში მივიწყებას მიეცა, შობის დღესასწაულს ქართველი კაცი მაინც განსაკუთრებული განწყობილებით ეგებებოდა და აღნიშნავდა, თუმცა ბევრმა არც კი იცოდა მისი არსი და მნიშვნელობა.
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
" საიდან იღებს სათავეს მაცხოვრის შობის თარიღის სადღესასწაულოდ აღნიშვნა? " თითქმის ყველა საუფლო დღესასწაულის აღნიშვნა, რომლებიც უშუალოდ უფლის სახელთანაა დაკავშირებული, მოციქულებმა ქრისტიანული ეკლესიის დაარსების დროიდანვე დაიწყეს და
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!