უკანასკნელი ფოტო, რომელიც პოლ უოკერმა გადაიღო სწორედ იმ პორშეს ფონზეა, რომელშიც ის გარდაიცვალა, თანაც სულ რამდენიმე წუთით ადრე. პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავარიის მთავარი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო, თუმცა საჭესთან ყოფილი ავტომრბოლელი პოლის მეგობარი როჯერ როდასი იჯდა. გამოძიებამ მოითხოვა სტომატოლოგიური ანალიზების ასლები, რათა მოხდეს გვამების იდენტიფიცირება, რადგან ორივე ისეა დამწვარი, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელია. 40 წლის უოკერი თავისი ექვსი ფილმიდან ხუთში ჩაბმულია ისეთ როლებში, სადაც ხდება უკანონო ქუჩის შეჯიბრებები და ძარცვები. ცხოვრებაშიც უყვარდა სწრაფი ავტომობილები. უოკერი მოწოდებით ადრენალინის ნარკომანი იყო, დიახ, სწორედ ასე უწოდებს ის თავის თავს ოფიციალურ ტვიტერზე: "ტურისტი ნარკომანების ოკეანეში, ადრენალინის ნარკომანების”. ( ქვემოთ, სურათზე პოლ უოკერი და როჯერ როდასია ასახული.) შეჯახება მოხდა 3:30 საათზე, შაბათს, სულ რაღაც 300 მეტრში იმ ოფისიდან, სადაც ტარდებოდა საქველმოქმედო ღონისძიება. სიჩქარის დასაშვბი ნორმა კი იქ იყო მხოლოდ 45 მილი საათში. სტუმრები მაშინვე გაიქცნენ, მაგრამ მანქანა წამიერად გაეხვა ალში. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. 38 წლის როჯერ როდასი და პოლ უოკერი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. როჯერი აგრეთვე იყო უოკერის ფინანსური მრჩეველი. ისინი ხშირად ერთად იღებდნენ ავტორბოლებში მონაწილეობას.შემთხვევის დროს იქვე იმყოფებოდა როჯერის რვა წლის ვაჟი, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა ამ ყველაფერს. გამწარებული პატარა ღობეს გადაახტა და ცდილობდა მამისთვის ეშველა. (პოლი და ლუგი). უოკერს დარჩა 15 წლის ქალიშვილი ლუგი, რომლის გამოც ჰავაის კუნძულებიდან კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რომ შვილთან ახლოს ყოფილიყო. ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა. მეგობრობდა 23 წლის ჟასმინ პილჩარდ-კოსნელთან, რომლისთვისაც პოლის სიკვდილი მძიმე დარტყმა იყო. დაბადებულია ლოს-ანჟელესში, საუცხოო გარეგნობის სერფერი, თბილი შარმით, ის ყველას პატივისცემას იმსახურებდა – ასე ახასიათებენ მას მეგობრები და კოლეგები.
. |