ჩვენი რესპონდენტი მარი სახოკია ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში რამდენიმე ხნის წინ მომხდარ იმ უცნაური ამბებს აღწერს, სოფელს ტყის ღმერთმა ტყაშმაფამ რომ დაატეხა თავს.
- ტყაშმაფამ თავიდან ჯალაღანიების ოჯახი ამოიჩემა, მერე გერსამიების ოჯახში გადაინაცვლა, ბოლოს კი მთელ ჭალადიდს დაუკარგა მოსვენება. ერთხელაც ჩვენს სახლს მოადგა. ჭიშკარმა რომ გაიჭრიალა, ვიფიქრეთ, რომ ეზოში ვიღაც შემოვიდა, მაგრამ გავიხედეთ და იქ არავინ იყო. სწორედ ამ დროს ჩვენი სახლის ფანჯარას უშველებელი ლოდი მოხვდა და ერთიანად ჩაამსხვრია. ისე ვიყავით შეშინებული, ეზოს გარეთ გასვლას ვეღარ ვბედავდით. საქმეში პოლიციაც ჩაერთო, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს. თბილისიდანაც ჩამოვიდნენ მოჩვენების ვიდეოზე გადასაღებად, მაგრამ ამოუცნობმა ძალამ კამერა დაუმტვრიათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ მოჩვენებას ძირითადად ადამიანებზე მიჰქონდა იერიში. ამ საშინელებამ ლამის ერთ თვეს გასტანა. არ ვიცოდით რა გვეღონა, ან საიდან გვემუქრებოდა საფრთხე. სოფელში მთელი ღამე პოლიცია პატრულირებდა. მოჩვენება განსაკუთრებით საღამოს 9 საათისთვის აქტიურდებოდა. ტყიდან ქვების წვიმა მოდიოდა. ვენახები ერთიანად განადგურდა. შეშინებულმა ხალხმა ბავშვები