მთავარი » 2013»აპრილი»18 » საყვარელი ძაღლის ზუსტი ასლი – კლონი 150 ათას დოლარად
14:17:57
საყვარელი ძაღლის ზუსტი ასლი – კლონი 150 ათას დოლარად
26 იანვარს კლიენტებისთვის ”მსოფლიოში პირველი კომერციული კლონირებული ძაღლის” გადაცემის შესახებ განაცხადა კალიფორნიის ფირმამ Bioarts International. ათი კვირის ლაბრადორი სახელად ლენსი (Lancey) ფლორიდაში მცხოვრებ წყვილს ედგარ და ნინა ოტოს (Edgar, Nina Otto) მიჰგვარეს, რომლებმაც ბიოტექნოლოგიურ ოპერაციაში ასტრონომიული თანხა გადაიხადეს - 108 ათასი ფუნტი ($154 645). ”ჩვენ ვერ ვიჯერებთ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს დღეც დადგა, - აღიარებს 66 წლის ნინა ოტო. - ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ პატარა ლენსი ახლა უკვე ჩვენს ოჯახშია. მისი წინამორბედი განსაკუთრებული ძაღლი იყო. ამის გადმოცემა შეუძლებელია!” ”წინამორბედს”, უფრო ზუსტად კი - გენეტიკურ დონორს სერ ლანსელოტი (Sir Lancelot) ერქვა. იგი სიმსივნით გარდაიცვალა 2008 წლის იანვარში და ოტოს ოჯახმა, რომელიც ძაღლს ”ძაღლთა შორის პრინცად” თვლიდა, მისი დნკ შეინახა გაყინულ მდგომარეობაში. ოქტომბრისთვის ისინი ჩრდილოკორეელ მეცნიერებს გადაეგზავნათ კერძო კვლევით ფონდ Sooam Biotech Research Foundation-ში, რომელიც კომპანია Bioarts ”კლინირების სფეროში უწევს მომსახურებას”. ლენსი 18 ნოემბერს დაიბადა და სუროგატულმა დედამ გამოკვება.
რა სისულელეა?! ეს ის ძაღლი მაინც არ იქნება და არ ჯობდა სხვა ლეკვი ეყიდათ ამდენი ფულის ყრას? ვერაა ეს ხალხი, რაში ყრიან ფულებს, უპატრონო ბავშვებისათვის მაინც გდაერიცხათ ეს თანხა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!