სწორი კვება - ჯანმრთლობაა. გთავაზობთ 10 შეცდომას, რომელიც შეიძლება დავუშვათ ძაღლის კვებისას ანუ რა არ უნდა ვაჭამოთ ძაღლს. ძაღლის პატრონებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რამხელა ვნება მოაქვთ თქვენი ბინადარისთვის არასწორი კვებით. ეხლა მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე.
1. ცხელი ან ცივი პროდუქტებით კვება. ზედმეტად ცხელმა და ზემეტად ცივმა საკვებმა შეიძლება ადვილად ავნოს საკვების მომნელებელ სისტემას, გამოიწვიოს ტკივილი ან უფრო სერიოზული პრობლემები შექმნას.
2. კვება ყველაფრით, რაც ხელში მოგხვდებათ (პირდაპირ მაგიდიდან). კვება მაგიდიდან ძაღლის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არღვევს, საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს და ასეთი კვების მერე ძაღლი მისთვის სასარგებლო საჭმელზე უარს ამბობს.
3. ძვლებით კვება. ძვლებით კვებას მივყავართ კუჭის შეკრულობამდე, ნაწლავის გახვრეტამდე და სხვა სერიოზულ პრობლემებამდე. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ძაღლი არ შეჭამს ძვალს _ მაშინ სჯობს არ მისცეთ ასეთი საკვები.
4. ნატურალური კვება + მშრალი საკვები. არავითარ შემხვევაში არ აურიოთ მშრალი კვება და ნატურალური კვება, იმის გამო, რომ კვების ყოველ ტიპზე სხვადასხვა ტიპის საჭლის მომნელებელი სისტემა აგებს პასუხს. გარდა ამისა, მშრალი კვება ორგანიზმისგან მეტ წყალს მოითხოვს იმ დროს, როდესაც ნატურალური კვება წყალს უკვე შეიცავს. ამგვარად, ცხოველის ორგანიზმი ასე ვთქვათ, ტყუვდება და ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს.
5. კვება უხარისხო პროდუქტებით. ასეთმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, ასევე პრობელემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ან უფრო სერიოზული პრობლემები.
6. არარეგულარული კვება. ძაღლი, რომელიც მოშინაურებულია და ჩვენს განრიგსაა აწყობილი განსხვავდება ველური მოძმისგან - მგლისგან, რომელსაც შეუძლია არარეგულარულად მიიღოს საკვები, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ კვება ჰქონდეს რეგულარული.
7. კვება ცხიმიანი პროდუქტებით. ცხიმიანი პროდუქტები, ასევე ღორის ხორცი არაა სასურველი ძაღლისთვის. ასეთი საკვები ცვეთს ორგანიზმს და მიყავს სიმსუქნემდე.
8. არასწორედ შერჩეული რაციონი. ყოველი ძაღლი უნდა იღებდეს იმ საკვებს, რასაც საჭიროებს ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
9. ზედმეტი კვება და ნაკლები კვება. ზედმეტი კვება იწვევს სიმსუქნეს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო ნაკლები კვება შეიძლება დაუძლურების და ავიტამინოზის მიზეზი გახდეს.
10. წყალი. ძაღლმა ყოველ დღე უნდა მიიღოს სუფთა და ახალი წყალი. არ დაგავიწყდეთ ხოლმე მისთვის წლის ჭურჭლის გამოცვლა.
საინტერესო და კარგი თემაა. თუმცა მეტი კონკრეტიკაა საჭირო: ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, იკვებება თუ არასრულფასოვნად ლეკვი. შეეცადე, საჭმელი იშვიათად შეუცვალო და თუ შეუცვლი, მისი ორგანიზმი ნელ-ნელა მიაჩვიე ახალს. 1 თვის ასაკში ლეკვი უნდა გამოვკვებოთ დღეში 5-6 დღეში სამი საათის ინტერვალით. ძაღლის საკვები მისი ასაკის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. ლეკვებს სპეციალური კვება სჭირდებათ, რომელიც გამდიდრებული იქნება ცილებით. 6 თვის ასაკიდან იგი სრულფასოვან კვებაზე უნდა გადავიყვანოთ. შემდეგ კი რაც ძაღლი 10-12 თვის გახდება, რეკომენდირებულია ზრდასრული ძაღლისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილებს.
ბევრი ძაღლის პატრონი ამაყობს, თუკი სახლში მსუქანი ოთხფეხა მეგობარი ჰყავს. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ზედმეტი წონა, ძაღლის სიცოცხლეს ამოკლებს, ამიტომ ეცადეთ ეს არ გააკეთოთ. გაუფთხილდით თქვენს ოთხფეხა მეგობრებს თუ გინდათ რომ დიდხანს იცოცხლონ და იარსებონ...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!