გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზის სამსახურის ინფორმაციით 18 მარტიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, თოვლი და ქარბუქი. ამის მიზეზად ხმელთაშუა ზღვის ციკლონი სახელდება. როგორც ვარაუდობენ თბილისის გარეუბნებში ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს მიაღწევს. ტემპერატურის მატების გამო მცენარეების ნაწილი უკვე ყვავის, თუმცა სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ რომ ძლიერი სიცივეების გამო შესაძლოა მცენარეების ნაწილი განადგურდეს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!