საქართველოში წვიმიანი ამინდები 24 აპრილამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ აცნობა, დასავლეთ საქართველოში, ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, რის გამოც, ხვალიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ასეთი ამინდები 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
21 აპრილს, დასავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ქარი უფრო ძლიერი იქნება და წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.
23 აპრილის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურა 10-15 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი იქნება, თბილისში _ 16 გრადუსი.
24 აპრილიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. წვიმა- ელჭექით შესაძლოა, მთიან რაიონებში შენარჩუნდეს. ამინდის შესაბამისად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 27-29 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში _ 22-24 გრადუსამდე. კარგი ამინდები საქართველოში 28 აპრილის ჩათვლით შენარჩუნდება.