ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ნოემბერი » 11 » რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?    

12:03:01
რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?

რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?

 
რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?

”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე  სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

 



წყაროhttp://fortuna.ge/ras-itvaliswinebs-nadirobis-shesakheb-akhali-kanonproeqti/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3089 | დაამატა: ბაქარი | ტეგები: კანონპროექტი?, ”ნადირობის, ითვალისწინებს, ახალი, შესახებ”, რას | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 211 2 »
0   Spam
21 kobaxidze   (25.11.2016 17:08:43) [მასალა]
ევროპული სტანდარტები გვინდა ამ გაჭირვებულ ქვეყანაში?კაცს ერთი გასართობი აქ გული რო გადააყოლოს ამ დამპალ ცხოვრებას და მაგასაც უკლავთ?! გადასახადები გადმოსახადები,რითი უნდა გადაიხადოს,როგორ ინადიროს გეკითხებით ვინც ამ კანონს იღებთ და მომხრე ხართ, ეს რა ამბავია გაგიჟდება კაცი... და რა გგონიათ,უკეთესობისკენ შეიცვლება რამე მაგ მიდგომით? მაგით გინდათ ბრაკონიერობა მოსპოთ? პირიქით!!! უარესს მიიღებთ!!! იცით რატო? იმიტო რო მერე თქვენი მიღებული კანონებით ნამდვილი მონადირეც ბრაკონიერი ხდება. ამ კანონის მიღება არ შეიძლება და თუ ამ კანონს მიიღებენ მეტის ღირსებიც ვიქნებით! გავიდეთ გატეთ!!!!

0   Spam
20 dato1967   (17.11.2016 15:45:04) [მასალა]
ტუ პიროვნება სულით ბრაკონიერია, ტესტირება გააკეტილშობილებს? ეს უბრალოდ ფულის საკეტებელია.

0   Spam
19 solomon   (17.11.2016 14:17:54) [მასალა]
ყველას ჯობს ჯგუფები დაუმატოთ გდი-ს და ბრაკონიერებს ებრძოლოთ, ბევრი პატიოსანი მონადირე უნდა გახადონ ბრაკონიერი ამათ რო ვუყურებ.. ვატყობ მოვა მაგის დრო მონადირეებმა ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ეს ევროპული სირობა არ დავუშვათ საქართველოში.
მხლოდ 2 რამის მოგვარებით ეშველება ჩვენს ფაუნას, ბრძოლა ბრაკონიერებთან და მტაცებლების გმოხშირვა.

0   Spam
18 გოჩა55   (16.11.2016 12:11:32) [მასალა]
საქმე დაგელიათ?

+2   Spam
17 firali81   (15.11.2016 14:48:48) [მასალა]
ამ კანონს რატომღაც უხმაუროდ განიხილავენ. არ უნდათ აჟიოტაჟი. რაც აქ წერია მაგარი სისულელეა. გერმანული მოდელი თუ დანერგეს მონადირეების 90 % სახლში დარჩება. ფულიანი და გავლენიანი ხალხისთვის იქმნება. სანადირო რო მეტი ქონდეთ, უფრო რო დატკბნენ ცხოვრებით. ამ კანონის ინიციატორები აიყოლიებენ რამდენიმე უფულო, უვიც მონადირეს, პარლამენტი ბეჭედს დაუსვავს და მიაყუდე მერე თოფი შიფანერკაში და მიეფიცხე ბუხარს. სავარგულებიც შერჩეული ექნებათ ამ გავლენიან ბატონებს. მიწას სახელმწიფო უფასოდ ან სიმბოლურ ფასად გადასცემს სამონადირეო მეურნეობის განკარგვისთვის. და როგორ გგონიათ რა დაჯდება ასეთ სავარგულში ნადირობა? შეიძლება არც შეგიშვან. რამდენიმე ათეული ფულიანი და გავლენიანი ძია დაეპატრონება. ამას ღაღადებს ეს კანონი და ვიყოთ ჩუმად, აბა ფულიან და გავლენიან ბიძიებს ხომ არ ვაწყენინებთ.

0   Spam
16 landia   (14.11.2016 20:31:26) [მასალა]
სასაცილოა სატირალი როარიყოს ცოტა სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საქმეს ჯობია თორე ესე სიცილ კისკისიტ დაგვაჯენენ სახლსჰი ეს უვიცები,საჭიროა ხელმოცერების შეგროვება და ამ უგუნურ და უვიც ხალხს ავაფაროტ სახეზე როგორც ვიცი 4500 ხელმოცერა არსებობს ეგიონებიდან და კიდე მიმდინარეობს ხელმოცერების შეგროვება სად და როგორ თუვინმეს გაქვთ იმორმაცია დაპოსტეთ მეთუ რამე კონკრეტული გავიგე შეგატყობინებთ

+2   Spam
15 zviadauri   (14.11.2016 14:19:34) [მასალა]
კი მაგრამ ბატონი ამირგულაშვილი მონადირეა,ხელფასი რამდენიაქ? მემგონი ამათ აჟრიალებთ..ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია ხალხი გაქცევაზეა ვინც აქ წვალობს იმათ კიდე წვალებას უმატებთ,რასისულელე და ურთიერთ გამომრიცხავი წინადადებებიაქ ამ ბატონ ამირგულასვილს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აქაური არუნდა იყოს რომელიღაცა კუნძულებიდანაა მემგონი .მონადირეებს კრებენ ხოლმე ასეთ განხილვევზე და დავიჯერო ასეთ შეხვედრებზე გონეგახსნილი არავინ იყო ? საქართველო ქართველების აღარიქნება სულ წოტახანში ასე თუ გაგრძელდა.ჯერ მწყერზე ისედაც პრობლემებია ცალკე მანოკის თემა,მერე კიდე ტერიტორიები გაასხვისეს ცჰინელებზე და ინდოელებზე და ისედაც შემოღობილებია ეხლა კიდე უფლება მიეცით არშეგვიშვან და კიტხეთ მაგათ უნდათ თუ არა იქ რომ ვინადიროთ...თუ რამე დარჩა ნაკრძალებათ გამოაცხადეთ ....ეხლა სერთიფიცირებაო მემგონი მთლად გასულელდით მთაში და ბარში მგელი და ტურააა სავსე და იმისთვის ვერმიგიხედიათ რომელ სერტიფიცირებაზეა საუბარი ანდა 60-70 წლის კაცს რაის სერტიფიცირებას თხოვთ 50 წლის სტაჯი რომააქ ნადირობის.....ფედერაცია არა იხვი კიდე .....ფედერაციას ჯობია პარლამენტარობა დამიჯერეთ.....ვაი მარტლა ტქვენს პატრონს რაცხა 2 მილიონი ქარტველი დარჩა ამ ქვეყანაში და იმასაც მიერეკებით.....აქედანვე უნდა ეცნობოს სამინისტროს რომ კანონი არმიიღონ სანამდე საჟაროდ განხილვა არმოხდება მონადირეებში და სანამ ხალხი მონადირეები არიტყვიან მაგაზე თანხმობას ....პარლამენტში უნდა შევიდესო თორემ მაგენი მყვნანან ეხლა დიდი მონადირეები და ბუნების დამცველები მაგენის ნადირობის ობიექტია ფული ასე რომ არაფერიესაქმებათ ნადირობასთან როდის უნდა ეშველოს ამ ქვეყანას არვიცი რა ........ 167 167

0   Spam
14 besarion   (13.11.2016 16:29:25) [მასალა]
ვაი თქვენს პატრონს...))მაგით გაათმაგდება ბრაკონიერული ფაქტები...და მეც მომიწევს ბრაკონიერი გავხდე))))მოიცა ეხლა ჩემს ეზოში რო ვდგები ქათმის პერელიოტზე..მაგიც ვინმეს უნდა შევუთანხმო?))))))..ხალხი დაასაქმეთ და არავის ეცლება მერე ტყეღრეში საბოდიალოდ..ღამე ფანრით..ისე არმოგვარდება არანაირად მაგ პრობლემა..არასოდეს და მუდამ ასე იქნება ან კიდევ უარესად..

0   Spam
13 tura11   (13.11.2016 11:39:11) [მასალა]
ბიჯოს რა ზედმეტი მოდით ამათი

0   Spam
12 saiga   (13.11.2016 07:33:51) [მასალა]
069 25

0   Spam
11 saiga   (13.11.2016 07:32:23) [მასალა]
სერტიფიცირება არა სეტერფიცირება-აქ ხო ვერ ინადირებ,და ვერ დატკბები ბუნების სილამაზით რა, - სამედიცინოზე თუ არ ჩაგაბარებინეს მონადირე კაცს.ან იურიდიულზე

0   Spam
10 chale88   (13.11.2016 01:02:13) [მასალა]
გარემს მცველები არ მოძრაობენ არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.მოკლეთ აღარ იციან ხალხი როგორ გაატყაონ რა შტერობებს იგონებენ რო ბიუჯეტი შეავსონ ისევ თავანთი პრემიებისთვის ვითომ მართლა ადარედებდეთ ბუნების და ნადირ ფრინველის ბედი. ჯობია თანამშრომლები დაიმატონ და ნორმალურად გააკონტროლონ მინდორ ველები.თუ ვინმეს გონია ამ ახალი კანონის მიღების მერე მოიმატებს ფრინველის რაოდენობა ძალიან ცდება ნადირზე გარდა მეურნეობებისა ყველგან აკრძალულია ნადირობა მაგრამ რატომ არ მომრავლდა ნადირი იმიტო რო ჩუმათ მაინც ნადირობს ხალხი ასე იქნება ფრინველზეც ნამდვილად ვიცი.

+1   Spam
9 kiro   (12.11.2016 21:28:39) [მასალა]
ესენი ხელს კია არ უშლიან პირიქით უწყობენ რომ გაბრაკონიერდენ ისინიც ვინც მართლა მონადირეა მაგდენი რომ მესწავლა და ტრენინგებზე მევლო ეხლა 167 კაბინეტში ვიჯდებოდი და 19

0   Spam
8 giorgiarsenidze1990   (12.11.2016 19:51:37) [მასალა]
ვერ გავიგე მეგობრებო მარტლა, ასე არა ისე არა აბა რანაირად როგორ ვებრზოლოტ ბრაკონიერებს?საქარტველოს ბუნება იმ დონემდეა მისული საერტოტ უნდა აიკრზალოს ნადირობა და არავის ეცხინოს ეს რასაც ვცერ ვერავინ გამოარჩევს ვინ ბრაკონიერია და ვინ არა ეს პარულად მაინც კეტდება ამიტომ ან მარტლა უნდა გამკაცრდეს და ჩვენი სულიტ მონადირეებიც ჩავერტოდ ამ საქმეში ან მარტლა უნდა აიკრზალოს ნადირობა

0   Spam
7 4x4   (12.11.2016 19:41:25) [მასალა]
სისულელეა თავიდან ბოლომდე. ზემოთხსენებული რეგულაციების შემოღებით მონადირეების რაოდენობა შემციედება და ბრაკონიერების გაიძრდება :(

1-15 16-21
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика