29 ივნისს, "სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის" ორგანიზებით, ვარკეთილის სასროლეთზე ჩატარდა ღია ტურნირი მრგვალ სტენდში ქართველი მესტენდურის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის, საქართველოს ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულის ბატონი შოთა თავაძის ხსოვნის საპატივცემულოდ.
ტურნირის სახელწოდება გახლდათ "შოთა თავაძის თასი". ტურნირის ფარგლებში პაექრობა გაიმართა როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მსროლელებს შორის.
პროფესიონალ მსროლელებში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1) ლ.ნარჩემაშვილი 120/125
2) დ.ქვათაძე 119/125
3) თ.იმნაიშვილი 117/125
მოყვარულ მსროლელებში საპრიზო პოზიციები მოიპოვეს:
1) ლ.ჩუგუაშვილი
2) ა.გულუა (კლუბი "ბაზიერი")
3) მ.გოგბერაშვილი
როგორც პროფესიონალურ, ისე სამოყვარულო კატეგორიაში გამარჯვებულებს მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ბატონი შოთას ოჯახის წევრებმა.
ღონისძიების თითეულ მონაწილეს გადაეცა მაისური წარწერით: "შოთა თავაძის თასი".
წყარო: https://www.facebook.com/SportingClaysShootingLeague/
|