შაბათს, 6 ივლისს, დილის 09:30-ზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ღია შეჯიბრი თიხის მოძრავ სამიზნეზე სპორტულ სროლაში (სპორტინგი). - რეგისტრაცია მოხდება შეჯიბრის დღეს (6 ივლისს) დილის 9:30 საათზე, რეგისტრაციაზე დასაშვებად აუცილებელია, რათა შეჯიბრის დღემდე დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან მოგვწეროთ პირადში და ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში. - შეჯიბრი ღია ტიპისაა, შესაბამისად მასში მონაწილეობას ყველა 18 წელს მიღწეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე პირი შეძლებს. - შეჯიბრი ჩატარდება 12 კალიბრიანი გლუვლულიანი თოფებით. თუ მონაწილე გადაწყვეტს საკუთარი ვაზნებით სროლას და თან იქონიებს სხვა მისთვის სასურველი კალიბრის ვაზნასა და თოფს, დასაშვებია სხვა კალიბრის თოფებით და ვაზნებით მონაწილეობა (ვაზნის საფანტის წონა არ უნდა აღემატებოდეს 26.5 გრამსს) - ორგანიზატორის ვაზნებით მონაწილეობის საფასური შეადგენს 60 ლარს (50 გასროლა 50 მოძრავ სამიზნეზე, 10 ლარი - საპრიზო ფონფისთვის) - საკუთარი ვაზნებით სროლის შემთხვევაში, მონაწილესთვის შეჯიბრის საწევრო იქნება 40 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ დაშვებულია მხოლოდ ქარხნული ვაზნებით სროლა, რომელთა საფანტის წონა არ აღემატება 24,5 გრამს 12 კალიბრის შემთხვევაში. სხვა კალიბრის შემთხვევაში - 26.5 გრამს) - შეჯიბრზე წარმატების მიღწევის შანსი თითეულ მონაწილეს ექნება, ვინაიდან დამწყებთა კატეგორიაში პრიზიორები დაჯილდოვდებიან ისევე, როგორც სრულიად შეჯიბრის პრიზიორები! - მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილეთა სიაში ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 598-23-24-32
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!