ამასთან, სპილოების მიმართულების სიჩქარის შესწავლისას, მეცნიერებმა გამორიცხეს, რომ ცხოველები ამ მონოტონურ ლანდშაფტზე რაიმე განსაკუთრებული ბუნებრივი "მაჩვენებლით" ახდენენ ორიენტირებას. ამის მაგიერ, მკვლევრების აზრით, სპილოები გონებაში ადგენენ ადგილის დაწვრილებით გეგმას, ამიტომ მათ შეუძლიათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა ისე, რომ არ დაიკარგონ.
ველურ ბუნებაში სპილოები ჩვეულებრივ, დღეში რამოდენიმე კილომეტრს გადიან. მოძრაობა აუცილებელია ცხოველებისთვის, რისი საშუალებაც არ აქვთ ცხოველებს, რომლებიც მჭირდო ვოლიერებში არიან გამოკეტილნი - ცირკებსა თუ ზოოპარკებში. ასევე, ეს ხსნის ასეთი ცხოველების სახსრების მრავალრიცხოვან პრობლემებს, რადგან ტყვეობაში ისინი არ მოძრაობენ ისე, როგორც ჩვეულებრივ მათი თავისუფლებაზე მყოფი ძმები.
გამოკვლევებმა ასევე დაამტკიცეს, რომ სპილოები არიან საკმაოდ ჭკვიანი ცხოველები, რომლებსაც აქვთ შესანიშნავი უნარი, დაიმახსოვრონ სახეები, რის გამოც, არასოდეს არავის ივიწყებენ.