მთავარი » 2015»აპრილი»12 » სპილოებს გონებაში ადგილის რუკის შექმნა შეუძლიათ, ამიტომ არასოდეს იკარგებიან
16:35:09
სპილოებს გონებაში ადგილის რუკის შექმნა შეუძლიათ, ამიტომ არასოდეს იკარგებიან
უახლესმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ სპილოებს გონებრივი უნარის გამო, შეუძლიათ გარემოს შეფასება და დამახსოვრება. სპილოები მშვენივრად იმახსოვრებენ თავიანთი გადაადგილების მარშრუტს სავანაში, ამიტომ არასოდეს იკარგებიან და არ ეშლებათ გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც სპილო წყურვილს განიცდის, შეუძლია, გონებაში ყველა სიახლოვეს მყოფი წყარო გაიხსენოს და მისგან იმჟამად ყველაზე ახლო გზა აირჩიოს. მკვლევრებმა, რომლებიც სპილოებს აკვირდებიან, გამოთქვეს აზრი, რომ 97%-ით, ცხოველები წყარომდე ყველაზე ახლო გზას ირჩევენ და მისი მიმართულებით მსვლელობას 30 კილომეტრის სიშორიდან იწყებდნენ.
ამასთან, სპილოების მიმართულების სიჩქარის შესწავლისას, მეცნიერებმა გამორიცხეს, რომ ცხოველები ამ მონოტონურ ლანდშაფტზე რაიმე განსაკუთრებული ბუნებრივი "მაჩვენებლით" ახდენენ ორიენტირებას. ამის მაგიერ, მკვლევრების აზრით, სპილოები გონებაში ადგენენ ადგილის დაწვრილებით გეგმას, ამიტომ მათ შეუძლიათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა ისე, რომ არ დაიკარგონ.
ველურ ბუნებაში სპილოები ჩვეულებრივ, დღეში რამოდენიმე კილომეტრს გადიან. მოძრაობა აუცილებელია ცხოველებისთვის, რისი საშუალებაც არ აქვთ ცხოველებს, რომლებიც მჭირდო ვოლიერებში არიან გამოკეტილნი - ცირკებსა თუ ზოოპარკებში. ასევე, ეს ხსნის ასეთი ცხოველების სახსრების მრავალრიცხოვან პრობლემებს, რადგან ტყვეობაში ისინი არ მოძრაობენ ისე, როგორც ჩვეულებრივ მათი თავისუფლებაზე მყოფი ძმები.
გამოკვლევებმა ასევე დაამტკიცეს, რომ სპილოები არიან საკმაოდ ჭკვიანი ცხოველები, რომლებსაც აქვთ შესანიშნავი უნარი, დაიმახსოვრონ სახეები, რის გამოც, არასოდეს არავის ივიწყებენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!