რასაც ეხლა ვწერ გადამაწყვეტინა ორი დღის წინ დამატებულმა სიახლემ, რომ თბილისში მგელი ნახეს და ა.შ.... მგელი სახლში, რომ არ გვივარდება რატომ არ გვიკვირს? ან იმათ ვინც ეს მგელი ნახა, უმკურნალა და გაუშვა? ტრასებს და ინტერნეტს, რომ აკონტროლებენ... გაანძრიონ ერთი ადგილი და გაიარონ ან დადგნენ ტყის შესასვლელ გასასვლელთან... მდნარის პირებზე გაიარონ რა ამბავია! აი გვეშველება ეხლა გამოსწორდება ეხლაო და ისევ ისეა ან შეიძლება უარესადაც, რამოდენიმე კვირის წინ ჩემს სოფელში ვიყავი და ტყისკენ გავიარე იმ ადგილებში სადაც არ მიწევს ხშირად და პირი ღია დამრჩა. გულწრფელად გეტყვით და ლამის ვიტირე გული ამიჩუყდა იქაურობა, რომ დავინახე... რამდენიმე წლის წინ სადაც უზარმაზარი ფოთლოვანი ხის ტყე იყო მელოტი კაცის თავს დამგვანებულიყო და დამპალი ტოტების ნაგავსაყრელს გავდა იქაურობა. ძალიან ცუდად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე, უპატრონოდ მიტოვებული იქაურობა ჩამპალი ეს ამდენი ტოტი და ხის ბოლოები ჩიტიც კი არ ფრენდა ისე იყო იქაურობა ღვთისგან მივიწყებული.
მოსხდებიან კაბინეტებში და სულ ფეხებზე კიდიათ სად რა ხდება, 2008 ში ხორჯომის ხეობის ხანძარმა მთელი საქართველო შეძრა ყველაფერთან ერთად დღეს ეწყობა აქციები და ირგვება იმ ადგილას ხეები, მაგრამ რასაც ჩვენივე ხელით ვანადგურბთ და ვსპობთ იმას რა ეშველება? ჯერ გავჩეხოთ და მერე დავრგათ? ეს მარტო ჩემს რაიონში და სოფელში კი არ ხდება... ყველა რაიონში და ყველა სოფელში უმეტსად ესეთი სიტუაციაა. კი ბატონო ხალხი რითი უნდა გათბეს? უნდა მოიჭრას, მაგრამ ესე პირწმინდად?
დაიჭერენ ვიღაცას ერთ ხეზე და უწერენ 2000 ლარიან ჯარიმას ის საცოდავი გლეხი საიდან გადაიხდის? წავა მოჭრის სხვა ხეს იმას გაყიდის და ისევ ტყით იხდეს, ეხლა ზოგი იფიქრებს, რომ რატომ ყიდისო მაშინო და რა ქნას გლეხმა კაცმა სოფელში თავის სარჩო თუ მოიყვანა წელიწადში ერთხელ ტანსაცმელი მაინც არ უნდა იყიდოს ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ? მარტო მოხუცი დედმამის პენსიით იცხოვროს ან სოციალური დახმარების 100 ლარით? სამსახური რო ქონდეს ვინ წავა ტყეში სამუშაოდ? ვისაც ტყეში ერთხელ მაინც აქვს ნამუშევარი მიხვდებით როგორი ძნელი და სახიფათოა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს და მიდის რისკზე დასაჭერადაც მზადაა და იმაზეც თუ რამე დაემართება. არა მე კი არ ვამართლებ ვინც ამას აკეთებს, მაგრამ იმათიც მესმის.
მე არ ვიცი, როგორ ვუშველო ამ დალოცვილ ტყეს და არც შემიძლია, მაგრამ ვისაც შეუძლია იმას სულ ცალ ფეხზე კიდია არი თავისთვის ზამთარში ცენტრალური გათბობით ან კონდენციონერით თბება და შეშა და ხე ტყე სულ არ ანაღვლებს არც ჭირდება და არც ფიქრობს...
იმედი ბოლოს კვდებაო და მეც დიდი იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ეშველება ჩვენს ბუნრბას :((( თორე ციყვი მიწაზე ჩამოდის და ისე გადადის ხიდან ხეზე უკვე...
წყარო: http://www.bazieri.ge
|