მთავარი » 2016»იანვარი»3 » ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ვერტმფრენით ეძებენ
23:40:18
ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ვერტმფრენით ეძებენ
ლაგოდეხში დაკარგულ მონადირეებს ვერტმფრენით ეძებენ
ლაგოდეხში მაშველები სამ მონადირეს ეძებენ. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფია ჩართული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 4 მონადირე სანადიროდ 28 დეკემბერს გავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა ოჯახში, დანარჩენები კი - ამ დრომდე არ გამოჩენილან. სააგენტოს ცნობით, მათ მონადირეების ოჯახებმა გუშინ მიმართეს და შესაბამისად სამაშველო ღონისძიება გუშინვე დაიწყო. დღეს კი, ძებნის ოპერაცია განახლდა და მასში თბილისიდან მაშველების დამატებითი ჯგუფი ჩაერთო. ძებნის ღონისძიება ერთი ვერტმფრენით მდინარე კაბალის ხეობაში ტარდება.
შობას გილოცავთ. მოხდა ღვთის სასწაული და ცოცხლები აღმოჩნდნენ ბიჭები დაღესტნის ტერიტორიაზე. მათი ვაჟკაცობას და ღმერთის სასწაულს უნდა მივაწეროთ მათი გადარჩენა.
duru55 ეგ მონადირეები კიარ დაიკარგნენ მოუთოვათ და გზის გაგრძელება ვერ შეძლეს ერთხელ მაინც თუ გინადირია მთაში (რაც ძალიან მეეჭვება) მაგას არ იტყოდი მეგობარო.
ერთერთი მათგანი ჩემი ნაცნობი და სოფლელია და რასაც სოფლიდან მატყობინებენ ესეა.იყო შემთხვევა წლების წინ პაპა და შვილიშვილი თოვლი სანამ არ გალღვა ვერ იპოვეს.და ჯერ სოფელში იმხელა თოვლი მოვიდა და მთაში უარესი ხდება.ღმერთმა ქნას სადმე იყვნენ ცოცხლები.
მთაში ისე უცებ იცვლება ამინდი, თან მით უმეტეს ზამთარში. ვინც ყოფილა და იცის მთაში ნადირობის სირთულეები ეს აზრი არ დაებადება. ძალიან სამწუხარო ამბავია. დიდი თოვლი მოუვიდათ უცებ და საშინელი ყინვები. ბარში ამ დროს თოვლის საფარი 0.7 მეტრს აღწევდა და ყინვა -14 და ხომ წარმოგიდგენიათ მთაში რაღა იქნება. ღმერთის სასწაული თუ გადაარჩენთ. ღმერთმა უშველოთ და ცოცხლები დაუბრუნდნენ სახლებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!