ლატრიცია ტომსონს რამდენიმე თვის წინ გარდაეცვა მამა, რომელიც 10 წლის განმავლობაში განუკურნებელი სენით იტანჯებოდა, თუმცა, სიცოცხლის ბოლო დღეებში, მამაკაცის ცხოვრებაში რაღაც უცნაური მოხდა. ლატრიციამაც კი, რომელიც რელიგიურ ადამიანად არ მიიჩნევს თავს, ამ მოვლენას ღმერთისგან გამოგზავნილი ნიშანი უწოდა.
ახალგაზრდობაში ლატრიციას მამა ნადირობის მოყვარული იყო. ის პირველივე დღესვე, სანადირო აღჭურვილობით მიდოდა ტყეში, როცა ნადირობის სეზონი ოფიციალურად იხსნებოდა, თუმცა, ასაკთან ერთად მამაკაცს ნადირობის სურვილი გაუქრა, მან იარაღის მაგივრად აიღო ფოტო აპარატი და ტყეში მხოლოდ ფოტოების გადასაღებად დადიოდა. ის კვლავ უთვალთვალებდა გარეულ ცხოველებს იმისთვის, რომ ლამაზი ფოტოები გადაეღო. მრავალი წლის მანძილზე, მან უამარავი ფოტო შეკრიბა.
გავიდა წლები და მისტერ ტომსონი ხანში შევიდა. ასაკს მძიმე დაავადებაც დაერთო, ის გრძნობდა, რომ დიდი დრო არ ეწერა. ერთ დღეს მოხუცი თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდა და ფანჯრიდან ბუნებას გასცქეროდა, როცა უეცრად ტყიდან გამოვიდა ულამაზესი ირემი, რომელიც პირდაპირ მოხუცის სახლისკენ გაემართა.
ირემი გაბედულად მიუახლოვდა
გარეული ცხოველის ქმედებამ თვითმხილველები გააკვირვა, ხოლო მისტერ ტომსონმა ბოლო ძალები მოიკრიბა: ის ადგა სავაძლიდან და ეზოში გავიდა. ირემს არც უფიქრია გაქცევა, ის მიუახლოვდა მამაკაცს და მოფერების ნება მისცა. ცხოველი და მოხუცი მონადირე რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთს აკვირდებოდნენ. სწორედ მაშინ წარმოთქვა ტომსონმა შემდეგი სიტყვები: "მე მზად ვარ! დიდი ხნის განმავლობაში ვნადირობდი და არაერთი ცხოველი მომიკლავს, თუმცა, დღეს ვხვდები, რომ მე მაპატიეს ცხოველებმა. ახლა შემიძლია სუფთა სინდისით წავიდე ამ ქვეყნიდან."
ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა. ლატრიციას თქმით, ამ საოცარი შეხვედრის შემდეგ, მამაკაცი ადრინდელთან შედარებით მხნედ გამოიყურებოდა - მას აღარ აწუხებდა აუტანელი ტკივილები. ტომსონმა ერთ საღამოს დაიძინა და აღარ გაუღვიძია.
"ვფიქრობ, ირემის სახით ღმერთმა ანგელოზი გამოუგზავნა მამაჩემს, რათა მისი ცოდვები ეპატიებინა და ის გულდამშვიდებული წასულიყო ამ ქვეყნიდან."-ამბობს ლატრიცია.