არაერთ ქვეყანაში დღითიდღე მკაცრდება კანონები, რათა ველური ბუნების ბინადარი ცხოველები გადარჩნენ. კოსტა-რიკა პირველი ქვეყანა აღმოჩნდა ლათინო ამერიკაში, სადაც ნადირობა აიკრძალა.
ქვეყნის კონგრესმა ერთხმად დაამტკიცა კანონი, რომელიც დაიცავს ადგილობრივი ველური ბუნების ცხოველებს, მათ შორის რამდენიმე სახეობის გარეულ კატას. იმ ადამიანს, რომელიც კანონს დაარღვევს, თავისუფლების აღკვეთა ან ციხე ემუქრება.
მონადირეთა უმრავლესობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩადიოდნენ კოსტა-რიკაში, რათა პუმებსა და იაგუარებზე ენადირათ. ისინი ნადირობდნენ გასართობად ან მათ ცოცხლად იჭერდნენ და შავ ბაზარზე ყიდდნენ.
გახშირებულმა ნადირობამ ზიანი მიაყენა ადგილობრივ ფაუნას. მონადირეები თუთიყუშებზეც ნადირობდნენ, ფრინველს იჭერდნენ, რათა შავ ბაზარზე გაეყიდათ.
კანონის მიღებამდე შეიქმნა პეტიცია, სადაც 177,000 ხელმოწერა შეგროვდა, სწორედ ამის შემდეგ ადგილობრივმა კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღო, ეგზოტიკურ ცხოველებზე ნადრობა დასჯადი ყოფილიყო. კოსტა-რიკას მთავრობის მიერ მიღებული კანონის თანახმად, მის დამრღვევ ადამიანს 4-თვიანი პატიმრობა და 3,000 დოლარის გადახდა მოუწევს.