"მეცნიერებმა სამხრეთ ამერიკის მთიან ტყეებში აქამდე უცნობი სამი სახეობის ხვლიკი აღმოაჩინეს. ამ სახეობებს "დრაკონი" უწოდეს, რადგან ისინი მიამსგავსეს მითიურ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს",- აქვეყნებს გამოცემა "Zookeys"-ი.
"ჩვენთვის მხოლოდ ამ ხვლიკების 7 სახეობა იყო ცნობილი, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ დრაკონის მაგვარი ხვლიკების კიდევ რამდენიმე სახეობა. ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიექცეს ყუარდღება ხელისუფლებისა და ბუნების მოყვარულთა მხრიდან."- ამბობს ომარ ოტირესი-კარავაჯი, რომელიც მუშაობს ეკვადორის კათოლიკურ უნივერსიტეტში.
ტორესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ხვლიკის უცნობი სახეობა პერუს საზღვართან მდებარე ტყეებში. ეს იყო რამდენიმე უცხო შეფერილობის "მინი დრაკონი". ბიოლოგებმა სცადეს გამოეკვლიათ და შეედარებინათ ეს სახეობები, მათი შეფერილობითა და დნმ-ის სტრუქტურით ანალოგიურ უკვე ცნობილ ხვლიკის სახეობებთან, რომელიც უნივერსიტეტის მუზეუმში ინახებოდა.
გაირკვა, რომ ნაპოვნი ხვლიკები მიეკუთვნებიან ძველად აღმოჩენილ სახეობებს. ამ რეპტილიებს ეწოდათ იმ ადგილის სახელი, სადაც მკვლევრებმა ეს ხვლიკები იპოვეს (Enyalioides altotambo), (Enyalioides anisolepis), (Enyalioides sophiarothschildae). დღევანდელი მონაცემებით, ამ სახეობების რაოდენობა გაიზარდა 12-დან 15-მდე.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!