ქუჩაში დატოვებული ექსკრემენტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებით ხელისუფლება ცხოველების იმ არაკეთილსინდისიერ პატრონებთან ბრძოლას იწყებს , რომლებიც ძაღლის გასეირნების შემდეგ ფეკალიებს არ იღებენ, ამის შესახებ BBC News იტყობინება.
ლონდონის აღმოსავლეთით მდებარე ბარკინგის და დაგენემის რაიონები ქვეყანაში პირველები იქნებიან, სადაც მსგავსი ზომები გატარდება. პროგრამა სრულად 2016 წლის სექტემბერში ამოუშავდება. დამრღვევებს 122 დოლარით დააჯარიმებენ.
Standard Online-ის ცნობით, ძაღლს დნმ-ის ანალიზს პირის ღრუდან აუღებენ. შემდეგ მათ ლაბორატორიაში გააგზავნიან.მიღებული მონაცემები ცხოველის პროფილს დაემატება, რომელიც რეესტრშია შესული. თუ ძაღლის მეპატრონე არ არიღებს ფეკალიებს, ამ ბიომასალის ანალიზის მიხედვით 99,9%-ის ალბათობით შეიძლება საჭირო ცხოველის დადგენა და პოვნა.
2016 წლის აპრილიდან დნმ-თვის საჭირო მასალების ჩაბარება აუცილებელი ხდება. რაიონულ საბჭოს ევალება შეაფასოს, რამდენად შეესაბამება ეს ზომები დიდ ბრიტანეში 2016 წლის აპრილამდე ყველა ძაღლის ჩიპირების მოთხოვნას.
რაიონული საბჭოს თავმჯდომარის, დარენ როდველის ცნობით, ძაღლების მოყვარულების უმეტესობა ასრულებს თავის მოვალეობას თავისი ბინადრების ფეკალიების აღების შესახებ.მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ექსკრემენტები არა მხოლოდ აბინძურებენ ქუჩას, არამედ მოაქვთ ვნება ადამიანების ჯანმრთელობას, მათ შორის ბავშვების.
ლონდონის ამ რაიონში ეხლა ქუჩების ექსკრემენტებისგან დასუფთავებისთვის 3.5 მილიონი დოლარი იხარჯება, აქ შედის უსახლკარო ძაღლების კონტროლის სამსაურის თნამშრომლების მომსახურების საფასურიც. Standard Online-ს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსკრემენტების დნმ-ის ანალიზის აუცილებლობამ ძაღლების მიერ ქუჩების დაბინძურება 90%-ით შეამცირა.
გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით 9 მილიონი შინაური ძაღლი ცხოვრობს. ყოველდღიურად ეს ცხოველები ათას ტონა ექსკრემენტს გამოყოფენ. ქუჩაში ძაღლის ფეკალიების დატოვებაზე დადგენილი ჯარიმა საკმაოდ მაღალია (მაგალითად, ლონდონის რაიონში კროიდონში ის 1000 ფუნტ სტერლინგს აღწევს), თუმცა ეს ზომა არასაკმარისად ეფექტური აღმოჩნდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!