გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც არ დაეთანხმა ცხოველთა უფლებების დამცველი ნანა მურადაშვილი. მისი თქმით, ახალი წესი არ ითვალისწინებს ცხოველთა პატრონების უფლებებს, ასევე, წესში არ არის გათვალისწინებული ცხოველთა ევთანაზიის საკითხი.
ნანა მურადაშვილის ბრალდებებს სხდომაზევე უპასუხა შორენა ბუხრაშვილმა და განმარტა, რომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი ამ რეგულაციებს ითვალისწინებს. საკრებულოს სხდომაზე საკითხის უკეთ გასარკვევად წესის დამტკიცების გადადების მოთხოვნით გამოვიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თუმცა, საბოლოოდ, საკითხი დეპუტატებმა მაინც დაამტკიცეს.
საკრებულოს სხდომა ცხოველთა უფლებების დამცველებისა და შინაური ცხოველების პატრონების აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!