ჩოხატაურში, 23 წლის გიორგი გოგიბერიძე მგელმა დაკბინა. როგორც „გურია ნიუსს" დაზარალებულის დედამ დარიკო გოგიბერიძემ უთხრა, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
„დილით, ჩემს ეზოში შემოვარდა მგელი. მეზობლები დაედევნენ. ჩემი შვილი ეზოში ჩავიდა, ჯოხი ჰქონდა ხელში, რომელიც უნდოდა, რომ დაერტყა. სწორედ ამ დროს ეცა მგელი ფეხზე. გიორგიმ შეძლო, მგელს ხელებით ყბა დაუკავა და ძირს დააგდო. ამ ორთაბრძოლას მეზობლები უყურებდნენ, რომლებმაც დროულად შეძლეს დახმარება და მგელი ნაჯახით მოკლეს, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას დარიკო გოგიბერიძემ.
მგლისგან დაკბენილი გიორგი გოგიბერიძე ჩოხატაურის კლინიკა „მამქოლშია" მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც სოფელ ქვენობანში „გურია ნიუსს“ უთხრეს, მგელი მათ სოფელს ხშირად სტუმრობს და პირუტყვს ანადგურებს.
გიორგი კიარა ეგ ყოფილა მოყმე. :166:. ყველაფერი გასაგებია ამ ტემასტან დაკავსჰირებიტ არაფერს არ აკეტებს გარემოს დაცვის სამინისტრო,ამიტომ ხალხმა უნდა იმოქმედოს.
პირველ კომენტარმა ჩამაფიქრა.. "დაკბინა დაკბინა მაგრამ რა უქნიათ ამ მგელისათვის"? მგელი რომ შენს მეგობარს კბენდეს შენ რა ეტყვი რომ უკაცრავად მეგობარო მაგრამ მე ამ გელს ვერ ჩავარტყამ ნაჯახს სასტიკად ვერ მოვექცევიაო? გაგიჟდება კაცი რა... ის კიარა სოფელმდა უნდა ადგეს სადაც ბლომადაა მგელი იქ და უნდა იმოქმედოს რაიმე მათ შესამცირებლად. ნუ ელოდებით გამოყ....ბულ გარემოს დაცვას და ეგეთებს.
დედა უნდა უტირო ამ მგლებს და პირველ რიგში ვინც ეს მგლები შემოიყვანა და იმ ხალხს ვინც ხელს უწყობს ამათ გავრცელებას...სამინისტროშიც უნდა დაერიო მაგ დამპლებს
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!