|
ჩოხატაურში, 23 წლის გიორგი გოგიბერიძე მგელმა დაკბინა. როგორც „გურია ნიუსს" დაზარალებულის დედამ დარიკო გოგიბერიძემ უთხრა, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „დილით, ჩემს ეზოში შემოვარდა მგელი. მეზობლები დაედევნენ. ჩემი შვილი ეზოში ჩავიდა, ჯოხი ჰქონდა ხელში, რომელიც უნდოდა, რომ დაერტყა. სწორედ ამ დროს ეცა მგელი ფეხზე. გიორგიმ შეძლო, მგელს ხელებით ყბა დაუკავა და |