ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » იანვარი » 28 » ცხოველების მფლობელთა შეცდომები    

19:39:15
ცხოველების მფლობელთა შეცდომები
ცხოველების მფლობელთა შეცდომები
 

მიუხედავად სპეციალური ლიტერატურის სიმრავლისა, ცხოველების მფლობელთა შორის ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული მრავალი მცდარი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეხედულება. მათი შეცვლა არცთუ ისე იოლია. მართალია, ცრურწმენა, რომ შავ კატას წარუმატებლობა მოაქვს ან ბაყაყს თუ ხელს მოვკიდებთ, მეჭეჭები გაგვიჩნდება, სასაცილოა, მაგრამ ცხოველებისთვის უვნებელია, ზოგიერთი ცრურწმენა კი ცხოველისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ამიტომ ზედმეტი არ იქნება, თუ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას გავიხსენებთ:

  • ვეტერინართან მისვლაზე გაცილებით იაფია, ცხოველს შინ ვუმკურნალოთ.
    უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველთა დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ვეტერინარის კომპეტენციას, მის პროფესიულ გამოცდილებას მოითხოვს. სწორედ პროფესიონალის ცოდნაა აუცილებელი დაავადებების მკურნალობისათვის. ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე მკურნალობა შესაძლოა ცხოველის მდგომარეობის გააუარესებით დასრულდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელი გახდება სპეციალისტთან მისვლა, დაავადების შორსწასული და გართულებული შემთხვევების მკურნალობა კი არა მარტო რთულია, არამედ გაცილებით მეტ დროსა და წამალს მოითხოვს და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯიც მეტია. ამავე დროს, შორსწასული და გართულებული დაავადების შედეგი შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს - ცხოველი ვერ გადავარჩინოთ.
  • არ არის აუცილებელი კატისა და ძაღლის აცრა პარაზიტების (ჭიების) საწინააღმდეგოდ.
    მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს.
  • "და-ძმა" არ შეჯვარდება, შესაბამისად, მათი კასტრაცია აუცილებელი არ არის.
    ეს მცდარი აზრია. სქესობრივი მომწიფების მიღწევის შემდეგ არაკასტრირებული ცხოველები აუცილებლად შეჯვარდებიან, თუნდაც ერთი და იმავე წყვილის შთამომავლები იყვნენ. ამ შემთხვევაში თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა. პირველი - არასასურველი ლეკვები თუ კნუტები. მეორე - ახლო ნათესავთა შეჯვარების შედეგად დიდია მემკვიდრეობითი დაავადებების გამომჟღავნების ალბათობა. ასე რომ, ვიდრე ცხოველს ექვსი თვე შეუსრულდება, აუცილებელია იზრუნოთ მის სტერილიზაციაზე.
  • კატა იმიტომ არ შარდავს თავის ადგილზე, რომ პატრონზეა გაბრაზებული.
    საზოგადოდ, ცხოველებს არ ახასიათებთ მსგავსი შურისძიება. უბრალოდ, ისინი ცდილობენ ასეთი ფორმით მონიშნონ თავიანთი ტერიტორია მაშინ, როდესაც რაიმე საფრთხეს გრძნობენ. უმეტესად კი მსგავსი უდისციპლინო საქციელის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა, მაგალითად, კენჭები ან ქვიშა შარდის ბუშტში, საშარდე სისტემის ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელების უკმარისობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კატა უადგილო ადგილზე შარდავს, დროა ვეტერინარს მივმართოთ.
  • ძაღლს ზედმეტი დატვირთვისას შესაძლოა ინფარქტი დაემართოს.
    სინამდვილეში ძაღლსა და კატას გულის შეტევა ან ინფარქტი არ ემართებათ, თუმცა არსებობს გულის სხვა დაავადებებიც, რომლებიც შესაძლოა ცხოველის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ძაღლს სუნთქვა უჭირს ან ძლიერ ახველებს, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.
  • თუ პატარას ველით, ოჯახიდან აუცილებლად უნდა მოვიცილოთ კატა.
    სინამდვილეში სულაც არ არის საჭირო, უარი ვთქვათ ოთხფეხა მეგობარზე. ცნობილია, რომ კატებს მაინცდამაინც არ უყვართ ახალშობილებთან ურთიერთობა, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა - არ არის გამორიცხული, კატა რძის სურნელმა მიიზიდოს, მოზრდილმა ბავშვმა კი შესაძლოა ფისოს კუდში ჩაავლოს ხელი და გააღიზიანოს. გარდა უშუალოდ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემებისა, კატას ტოქსოპლაზმოზის წყაროდაც მიიჩნევენ. სპეციალისტები გვირჩევენ, დაავადების თავიდან ასაცილებლად კატის ადგილსამყოფელის დალაგებისას ხელთათმანები ჩავიცვათ, ხოლო ორსულობის პერიოდში ეს მისია სხვას დავაკისროთ.
  • არ შეიძლება, ძაღლი გალიაში გვყავდეს გამომწყვდეული. 
    სინამდვილეში ძაღლები გალიას აღიქვამენ არა საპყრობილედ, არამედ თავშესაფრად, თუმცა თავდაპირველად აუცილებელია მიჩვევა, რათა ძაღლმა ის თავის ტერიტორიად აღიქვას. ძალიან დიდი ხნით ძაღლის გალიაში გამომწყვდევა კი მართლაც არ არის რეკომენდებული.
  • კატისთვის რძე აუცილებელია.
    სინამდვილეში კატას, რომელსაც მაღალი ხარისხის სპეციალური საკვებით უმასპინძლდებიან, სულაც არ სჭირდება დანამატები (გამონაკლისია ქორფა ბალახი). კნუტებს მართლაც უყვართ რძე, მაგრამ როცა იზრდებიან, ორგანიზმი რძის შაქარს - ლაქტოზას - სათანადოდ ვეღარ ითვისებს, რის გამოც რძე საკმაოდ ძნელი მოსანელებელი ხდება. ამის გამო კატებს, რომლებიც რეგულარულად სვამენ რძეს, ხშირად აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები.

    მარიკა დვალი
     


წყაროhttp://mkurnali.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 1815 | დაამატა: Admin | ტეგები: ცხოველების, შეცდომები, მფლობელთა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 17
    სტუმარი: 17
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика