ბუნების დაპყრობის შემდეგ ადამიანი მთელი სამყაროს ”ბატონი” ხდება, თუ მონეტას მეორე მხრიდან შევხედავთ ჩვენ მრავალ საინტერესო ფაქტს წავაწყდებით.თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი ნაწილია ჩაცმული ან აღჭურვილი ცხოველები , რომლის ნახვაც შესაძლებელია როგორც ზოოპარკში ასევე სხვა ადგილებში , ლაპარაკი ძირითადად შინაურ ცხოველებზე , რომლებიც ხშირად ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილნი არიან.
მეორე თემაა ცხოველები , რომლებსაც არ ენდობიან და ისინი კლეტკებში ყავთ გამოკეტილი და მიუხედევად ყველაფრისა მათ მაინც აქვთ იარაღი შენახული , რადგან შეუძლებელია ცხოველის ბუნება ბოლომდე შეისწავლო , ამის მაგალითი კი ისტორიაში არა ერთი არსებობს.
გავიხსენოთ ისტორია , კონკრეტულად კი რამზეს II, იგი ბრძოლებში ხშირად იყენებდა ლომების ”არმიას” , რომლებიც თავიანთ ძალებს მხოლოდ მტრებზე ცდიდნენ და თვითონ ეგვიპტელებს ხელსაც კი არ აკარებდნენ.წარმოიდგინეთ რამდენი ძალისხმევა , დრო და მონდომებაა საჭირო , რომ ასე გაწვრთნა ცივსისხლიანი ცხოველები.
ჩვენ ვხვდებით , რომ მათი მოთვინიერება არ იყო ადვილი , რადგან ნაწერები მოთვინიერებული ლომების შესახებ თითქმის არ არის , მაშინ რა ეხმარებოდა ეგვიპტელებს მათ დამორჩილებაში? გამოდის რომ ეს ერთადერთი ცივილიზაციაა , რომლებმაც ლომების გამოყენება საკუთარი ზარალის გარეშე შეძლო
დროთა განმავლობაში ჩვენ ვპოულობთ რომაელი ფილოსოფოსების ცნობილ ამბავს ანდროლკის შესახებ, რომელიც მისი პატრონისგან საშველად უდაბნოში გაიქცა , სიცხისგან დაღლილმა გადაწყვიტა გამოქვაბულში შეესვენა , სადაც დასნეულებული ლომი ნახა, მათი შეხვედრა მშვიდობიანი გამოდგა , ანდროლკი მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება , რის შემდეგაც ისინი ერთად დაიწყებენ ცხოვრებას. გაპარულ მონას დაიჭერენ და გადაწყვეტენ სიკვდილი ცირკში მიუსაჯონ და იგი ლომს მიუგდონ , თუმცა როცა წარმოდგენა დაიწყება და ლომს გალიიდან გამოუშვებენ იგი მის მსხვრეპლს პირსაც არ დააკარებს , პირიქით თავს დაუხრის და თაყვანს სცემს , აღმოჩნდება ,რომ ეს ის ლომია , რომელიც ანდროლკმა გამოქავაბულში იხსნა.
შუა საუკუნეებში საერთოდ დაავიწყდათ , იმის შესახებ რომ მანამდე ბრძოლებში ცხოველებს იყენებდნენ, თითქმის არცერთ ნახატში და სპექტაკლში არ არის ნახსენები საბრძოლველად აღჭურვილი ცხოველები , შემორჩა მხოლოდ ერთი ნაწარმოები გენრიხზე და მის ლომზე , რომელსაც ისე უყვარდა მისი პატრონი , რომ გარდაცვალების შემდეგ მისი საფლავიდან არ განძრეულა და ისიც იქვე გარდაიცვალა.
შედარებით კარგადაა საქმე სპილოებთან დაკავშირებით , ეს გიგანტი ცხოველები ახლაც არ წყვეტენ კავშირს ადამიანებთან არათუ ეხმარებოდნენ მათ ომებში , სპილოების გამოყენება ხდებოდა შემდეგი მიზნებით : მათ გადაჰყავდათ მეომრები , რომლებიც პატარა ქოხში ისხდნენ. სპილოების თავზე იყო ე.წ ”საგუშაგოები” სადაც მშვილდოსნები იყვნენ გამაგრებულნი და რაც მთავარია ისინი აფრთხობდნენ ცხენებს.
ერთი სიტყვით გარეული ცხოველების მოთვინიერებასა და მათ ბრძოლისათვის მომზადებაში გადიოდა წლები , თუმცა ეს არც ისე ბევრ ცივილიზაციას გამოუვიდა. თუმცა ჩემთვის ყველაზე იდუმალებით მოცული მაინც ეგვიპტელები და მათი ლომებია , ისევე როგორც პირამიდები .
თქვენ რას ფიქრობთ ?