"მაიკროსოფტმა" ბოლო წლების მანძილზე კომპანიისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის, ახალი ოპერაციული სისტემის Windows 8-ის გამოსვლის შესახებ ნიუ–იორკში, მასშტაბურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
Windows 8 საზოგადოებას "მაიკროსოფტის" გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა წარუდგინა. ახალი ოპერაციული სისტემა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აშშ–ის დროით პარასკევს, დღის 12:01 საათიდან. ისინი, ვინც ამჟამად იყენებენ სხვადასხვა სახის ლიცენზირებულ ვინდოუსს, მათ სისტემის განახლება 39.99$ დაუჯდებათ.
Windows 8–ის გარდა, "მაიკროსოფტმა" გამოუშვა Windows 8 Pro, ასევე – Windows 8 RT მობილურებისა და ტაბლეტებისთვის.
მომხარებელს რამდენიმე თვის მანძილზე შეეძლო ესარგებლა Windows 8–ის საცდელი ვერსიით. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, Windows 8–ის გამოშვებით "მაიკროსოფტისთვის" დაიწყო "ახალი ერა".
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!