უკანონო თევზჭერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მდინარე მტკვარზე მოქალაქეებს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით სხვადასხვა სახეობის თევზები, კერძოდ ნაფოტა, ხრამული, ჭანარი და მურწა ჰყავდათ მოპოვებული. სამართალდამრღვევებს ნავი, თვითნაკეთი ელექტროშოკური აპარატი, ჩოგანბადე და უკანონოდ მოპოვებული 60 კგ თევზი ჩამოერთვათ.
ვინაიდან, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად მასალები გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს.
წყარო: http://facebook.com
|