იმ დროს, როცა პინგვინების უმეტესობა თანაბრად იყოფს მშობლის პასუხისმგებლობებს, როგორიცაა ბუდის აგება, კვერცხების დარაჯობა და პატარების გამოკვება, მამრი საიმპერატორო პინგვინი განსაკუთრებულ გამონაკლისს წარმოადგენს. ანტარქტიდის სუსხიან ზამთარში შეწყვილების შემდეგ მდედრები დებენ კვერცხებს და იწყებენ ორთვიან სანადირო სეზონს, საბრალო მომავალ მამებს კი მარტოს ტოვებენ. ამ პერიოდის განმავლობაში მამრი საიმპერატორო პინგვინი კვერცხებს თბილად ინახავს და საოცრად მკაცრ ამინდში მუდმივად მათზე გადაფარებულია. რეალურად ისინი კვერცხებზე არ სხდებიან, არამედ ფეხებით იჭერენ ბალანსს და კანის ნაკეცს აფარებენ ზემოდან. თავდადებული მამები ამ დროს არაფერს ჭამენ, ხოლო როცა გამძღარი დედა საბოლოოდ დაბრუნდება, ისინი თანაბრად იყოფენ ნადირობისა და კვების მოვალეობებს.
მოგითხრობთ ერთ უცნაურ ისტორიას იმის შესახებ, თუ უბრალო კრუტუნით და ქუჩებში სეირნობით როგორ გამოაცოცხლა და გადაარჩინა ერთი პატარა სოფელი რამოდენიმე ათეულმა კატამ. ხოუტონგი სინბეის აღმოსავლეთით მდებარე პატარა მაღაროელთა სოფელია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!