ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივნისი » 3 » მოკვდა ,,ტაისონა''    

14:43:46
მოკვდა ,,ტაისონა''

ერთხელ ვნახე ,,ტაისონა'', როცა ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს'' ვსტუმრობდი, თამაზის კაბინეტის შესასვლელში აივანზე იწვა. ,,ნუ გეშინიათ, არავის ერჩისო''–მითხრა მომვლელმა, ,,ახლავე ჩამოვიყვანთო''... გაჯიუტდა ძაღლი, ჩამოსვლა არ უნდოდა, განმარტოვებული იყო ყველასგან... რა დაემართა? ვიკითხე ... ,,პატრონმა მიატოვა და დარდობსო, არც საკვებს იღებს, არც წყალს სვამს და ასე რამდენხანს გაძლებს არ ვიცითო''...

გუშინ კი, თამაზმა მთხოვა ,,ტაისონაზე'' სტატია დამიწერეო, ისეთი გაბრაზებული იყო... ,,ბოლო დღეებს ითვლის ,,ტაისონაო'' საერთოდ არაფერს არ აკარებს პირს, უკვე ტირილიც დაიწყო, ძაღლი რომ ტირილს დაიწყებს, ეს სიკვდილის მოახლოებას ნიშნავსო''...

,,ასეთი გულქვა ადამიანები როგორ არიან, ლეკვობიდან შვილივით გაზრდილ ძაღლს როგორ იმეტებენ სასიკვდილოდ. პატრონმა რომ მოიყვანა და ჩაგვაბარა, მე მას გარკვევით ავუხსენი რა დღეშიც ჩავარდებოდა ძაღლი, რომ ის ხელს აწერდა ძაღლის სიკვდილზე... მაინც დაგვიტოვა, გაიმეტა სასიკვდილოდ... 8 მარტს მოიყვანა ჩვენთან, თითქმის 90 კილო იქნებოდა, ახლა კი, ძვალი და ტყავია დარჩენილი... გამოილია საბრალო, გული მიკვდება ასეთს რომ ვხედავო...''

შევთანხმდით, რომ დავწერდი ,,ტაისონაზე'', მაგრამ ცოტა ხანში დამირეკა და მითხრა –,,ტაისონა'' მოკვდა!... 

მერე კი, გვიან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

,,ვერ გაუძლო ამ უზარმაზარმა ძაღლმა პატრონზე დარდს. რა დიდი გული გქონია ტაისონა, რამხელა სიყვარული შეგძლებია და რა უგულო ყოფილა შენი პატრონი. მაპატიე, რომ ვერ განუგეშე და პატრონი ვერ შეგიცვალე. დღეს მოკვდა ტაისონა.''

კომენტარებში გამოიხატა საზოგადოების დამოკიდებულება:

,,ბატონო თამაზ, ვწუხვარ..., დიდ პატივს გცემთ თუნდაც მარტო ამ გრძნობის გამოხატვისთვის, გული მიკვდება ესეთ ამბებს რომ ვიგებ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ - მაგის პატრონის....''


,,რამდენიმე წელი რომ ზრდიან, მერე როგორ შეუძლიათ ასე მიატოვონ,ვერასდროს გავიგებ...''

,,რა საოცარია, სცემენ, ჯაჭვით აბამენ, აშიმშილებენ, მიატოვებენ და ძაღლებს მაინც უყვართ ასეთი ნაგავი პატრონები...''

,, ძაღლი სხვა მეპტრონს რომ გადასცე, ოქროს ხალიჩებზე რო ატარონ, ის მაინც თავის უვარგის პატრონს დარდობს...''

,,ვაიმე, გვაპატიე ტაისონ, ყველას გვაპატიე, ჩემი მოდგმის გამო გიხდი ბოდიშს. ნეტა შემეძლოს, შემეძლოს რომ რამით განუგეშო, გენაცვალე მაგ დარდიან, ტკივილიან გულში! ვერ გაუძლო, დარდს ვერ გაუძლო, იმდენ ხანს იცოცხლა სანამ სჯეროდა რომ მოვიდოდა, მერე მიხვდა რო.... და აღარ მოუნდა სიცოცხლე ...''

კიდევ ბევრმა გამოთქვა გულისტკივილი... ბევრმა მოინახულა ძაღლების თავშესაფრის საიტი ,,www.doghome.ge'' სადაც თავშესაფრის ბინადართა მონაცემები დევს... 

იქ, თავშესაფარში მოხვედრილ 80 ქართულ ნაგაზს შორის, არის ,,ტაისონას'' მოკლე ბიოგრაფიაც:

,,ქართული ნაგაზი ,,ტაისონა'' 
სქესი: ხვადი
ასაკი: 5 წლის
ზომა: დიდი 
კონდიცია: ჯანმრთელი, ვაქცინირებული
ხასიათი:კარგი
თავშესაფარში მოხვედრის მიზეზი:პატრონი ვერ უვლიდა
თავშესაფარში მოხვედრის თარიღი: 08.03.2014''...


აქ, ალბათ, ჩაამატებენ ბოლო გრაფას : გარადაიცვალა პატრონზე დარდით 01.06.2014...


ძაღლს უანგარო სიყვარული შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ პატრონმა მიატოვა, მისთვის შეუცვლელია ის ადამიანი, ვინც მეგობრად დაიგულა წლების წინ... 

ადამიანებს კი, გვიყვარს ღალატი, გვიყვარს მიტოვება და სხვაში გაცვლა...

ახლა, ალბათ სხვა ძაღლს ეალერსება და ,,ტაისონა'' აღარც კი ახსოვს...

არადა, ,,ტაისონა'' გალია სევდამ და ვინ იცის, მომვლელების თვალებში მისი პატრონის თვალებს დაეძებდა... ვერ იპოვა და სისხლი გაეყინა, გული გაუჩერდა და მოკვდა...

ვაი, ადამიანო რა საბრალო არსება ხარ!... ვაი, ადამიანო!


p.s. ,,ტაისონას'' მსგავსად ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში'' ბევრ ძაღლს აქვს თვალებში ჩამდგარი სევდა, ბევრის თვალია ჭიშკრისკენ მიპყრობილი და ელოდება როდის გადმოაბიჯებს ზღურბლს მისი პატრონი... თუ მოვლა–პატრონობა არ შეგიძლიათ მოინახულეთ მაინც... გახსოვდეთ, მიუხედავად ყველაფრისა, ძაღლს თქვენ ძალიან უყვარხართ, ის თქვენი ყველაზე ერთგული და უანგარო მეგობარია...ნუ გაწირავთ სასიკვდილოდ მეგობარს!
 



წყაროhttp://aianews.ge/index.php?newsid=1710
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2411 | დაამატა: cheisi | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 10
0   Spam
10 ddevidze   (03.08.2014 10:17:34) [მასალა]
ერთი ლოცვა ვისწავლე ახლახანს "ღმერთო მომეხმარე მე ვიყო ისეთი ადამიანი როგორადაც მთვლის მე ჩემი ძაღლი". ვინც ამას ვერ აღიქვამს ჯობია ძაღლი არ აყოლიოს! თუმცა ძაღლს კი არა მარჩენალ საქონელს არ/ვერ უვლის ხალხი, თავს არ იწუხებენ სანამ ავად არ გახდება...

0   Spam
9 alika-guria   (07.06.2014 00:54:37) [მასალა]
ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდებაო -ტაისონას- ეგ ნამდვილად არაცდება მაგრა შემეცოდა

0   Spam
7 zaali746   (05.06.2014 22:10:39) [მასალა]
ასეთი ჯიშის ძაღლი არ უნდა მოკვდეს 23 23 23 23 23 23 23 23 23

0   Spam
8 cheisi   (05.06.2014 22:18:19) [მასალა]
ჯიშს რა მნიშვნელობა აქვს, ყველა ძაღლი ცოდოა მსგავს სიტუაციაში რომელიც აღმოჩნდება.... პატრონმა მიატოვა და ეგ კიდე მასზე დარდს გადაყვა :\\\

0   Spam
6 tiniko1978   (04.06.2014 17:17:14) [მასალა]
25 25 25 25 25 შემეცოდე ხუტუუუ...

0   Spam
5 kukusha   (03.06.2014 23:03:56) [მასალა]
ვაიმე საწყალი მაგრად შემეცოდა morcx

0   Spam
3 giorgi1998   (03.06.2014 17:00:10) [მასალა]
ჩვენ ეხლა ვნახეთ < ტაისონას სიკვდილზე სტატია> მაგრამ მანდ რო ნახო რამდენი ძაღლი იღუპება სხვადასხვა მიზეზით.რა მიკვირს მაგ თავშესაფრის საიტზე დღეს გავაჩუქებთო წერენ ძაღლზე და ხვალ რო ნახავ მაგ ძაღლს წერენ დაიღუპაო მე ვერ გავოგე მომაკვდავებს აჩუქებენ თუ რა ხდება მანდ.ისეთ ძაღლზე ვამბობ რომლებიც კარგად იღებენ საკვებს და არაპერი ეტყობათ რომ ცუდად არიან 25

+1   Spam
4 cheisi   (03.06.2014 17:29:22) [მასალა]
ძალიან ბევრი დაავადება მაგ თავშესაფარში.. დაავადებული ძაღლებიც მიყავთ და ისეთებიც პატრონს ლეკვობაში ''მაგრად'' რომ უყვარდა და დიდობაში რომ მობეზრდა.... აი თუნდაც ტაისონა პატრონზე დარდს გადაყვა... ამიტომ როცა ძაღლი აყავთ უნდა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა რაც ძაღლის ყოლას ახლავს თან და არ უნდა გაიმეტონ ასეთი დასასრულისთვის!!!

0   Spam
2 გიორგი   (03.06.2014 16:56:13) [მასალა]
02 d5 morcx morcx

0   Spam
1 dudu-duda   (03.06.2014 15:03:50) [მასალა]
210e f74

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика