აზიური ირმები (Tragulus) – ჩლიქოსან ძუძუმწოვართა ოჯახს განეკუთვნებიან. ამ ყველაზე პატარა ჩლიქოსნების სხეულის სიგრძე 40–დან 75 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 0,7–დან 8 კილოგრამამდე. ბეწვის შეფერილობა ღია ან მუქია. ისინი ურქო ირემთა სახეობას განეკუთვნებიან. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. აქტიურები არიან ღამით. ტყეში ცხოვრობენ დაფარულად და უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ორი ნაშიერი.
ვეფხვისებური გოლიათი (ლათ. Hydrocynus goliath), იგივე ვეფხვისებური თევზი ბინადრობს აფრიკაში. იგი მსოფლიოს მტკნარი წყლების ბინადართ შორის ერთ–ერთ ყველაზე საშიში და სახიფათოა. ამ მხრივ ის მხოლოდ პირანიას თუ ჩამორჩება. როგორც ცნობილია 32 ბასრი კბილით აღჭურვილი ამ სახეობის მოზდრილი წარმომადგენლები ნიანგებსაც კი ესხმიან თავს. სულ ვეფხვისებური თევზის 5 სახეობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის სახეობა ყველაზე წყალუხვ და აფრიკის სიგრძით მეორე მდინარე, კონგოში გვხვდება. ეს მტაცებელი 1,8 მეტრამდე იზრდება და 70 კილოგრამზე მეტს იწონის. ზრდასრული თევზი ნამდვილი სიკვდილის მანქანაა.
National Geographic–მა დოკუმენტური ფილმისათვის გადაიღო ცხოველთა თითქმის სრულყოფილად ფორმირებული ემბრიონები. ეს გახლავთ ცხოველთა დაბადებამდე გადაღებული ერთ–ერთი საუკეთესო ხარისხის ფოტოსურათები, რომელთა ხილვაც აქამდე ადამიანმა შეძლო. გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ დაბადებამდე ცხოველთა ნაშიერებს მშობლების მსგავსად ჩამოყალიბებული აქვთ სხეულის თითქმის ყველა ნაწილი.
ცხოველთა სამყაროში, ისევე როგორც ადამიანთა შორის არსებობენ თავიანთი ჯიშის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენლები. ერთ-ერთი ასეთი წარმომადგენელი გახლავთ 24 წლის კატა სახელად პოპი (Poppy), რომლის ასაკიც ადამიანის 114 წელს შეესაბამება. 24 წლის პოპი ოფიციალურად არის აღიარებული მსოფლიოს ყველაზე უხუცეს კატად, რის თაობაზეც არსებობს შესაბამისი ჩანაწერი გინესის რეკორდების წიგნში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!