ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 30 » 2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!    

23:05:57
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
2008 წლის ომის გმირს ბანკი "ამარცხებს"?!
20-01-2014
ოთხი ორდენით დაჯილდოებულ ჯარისკაცს შეიძლება სახლი გაუყიდონ!

ომში სასიკვდილო ჭრილობას გადარჩენილი ჯარისკაცი სიღარიბესა და ბანკთან ბრძოლაში მარცხდება. სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ვიტალი კუჭუხიძე ცხინვალის ომში ჩადენილი გმირობისთვის ოთხი ორდენით დააჯილდოეს, თუმცა... 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალის ომში სენაკის მეორე ბრიგადამ სოფელი ხეთაგუროვი დაიკავა. ამ სტრატეგიულ ადგილს სეპარატისტები წლების განმავლობაში განაგებდნენ. საგუშაგოზე მდგარნი ყოველ წამს ელოდნენ ოსებისგან რევანშს... ქართველებმა სოფლის გზაზე მომავალი "ჟიგულის" მარკის ორი ძველისძველი ავტომობილი შენიშნეს. მოწინავე ოცეულმა ცეცხლის გახსნაზე თავი შეიკავა, - ვაითუ, მშვიდობიანი მოქალაქეები არიანო. ამასობაში გაისმა სროლა... 

ორი ქართველი ჯარისკაცი თვალის დახამხამებაში იმსხვერპლა მტერმა... კაპრალი ვიტალი კუჭუხიძე მიხვდა, რომ სანგრიდან ვერაფერს გახდებოდა, ფეხზე წამოდგა და მტრის ავტომობილისკენ გაუშვა ტყვიის ჯერი. მოწინააღმდეგე განადგურდა, ქართველები გადარჩნენ, მძიმედ დაიჭრა მხოლოდ ვიტალი - კისერში მოხვედრილმა ტყვიამ ნერვი გაუგლიჯა... სისხლში მცურავი გორის ჰოსპიტლისკენ მიჰყავდათ. "არ უნდა მოვკვდე, ძმის გარდაცვალებიდან წელიწადიც არ გასულა, ოჯახს პატრონი აღარ ეყოლება", - ჩურჩულებდა მძიმედ დაჭრილი... ორი თვე ებრძოდა სიკვდილს. მერე ნელ-ნელა ფეხზე დადგა, ერთმა წელმაც განვლო. ამ ხნის განმავლობაში გადაეცა ოთხი ორდენი. დღეს სასოწარკვეთილს ფიქრი ტანჯავს - იქნებ ბრძოლაში გმირულად დაღუპვა სჯობდაო და სინანულით დასჩერებია გაშეშებულ მარჯვენას... 

რამდენიმე დღის წინ იმერეთში, სოფელ ფარცხანაყანევში, კუჭუხიძეების ოჯახს ვესტუმრე. მათ შესახებ კაპრალის თანამებრძოლებმა მითხრეს, - ვიტალი გმირია, ომში სხვების სიცოცხლის დასაცავად გაწირა თავი, ახლა ოთხ შვილს წარმოუდგენელ სიღარიბეში ზრდისო. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართლაც ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სახლი, რომელშიც გმირი დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლი სახურავჩანგრეულია, ოთახებში კი ისევე წვიმს, როგორც გარეთ. შეშის საყიდელი ფული არ აქვთ და აივნის ხის იატაკს წვავენ. "აქაურობას წვიმა და თოვლი ალპობს, სხვა გზა არ მაქვს, ბავშვებს ვერ გავყინავ და ჩემი ხელით ვწვავ სახლს, რომელშიც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ", - ამბობს ვიტალი კუჭუხიძე

- ჩვენს ოჯახს არასდროს ულხინდა. ჯარში რომ დავიწყე მუშაობა, ვიფიქრე, სახლს გავმართავ და შვილებს ადამიანურად დავზრდი-მეთქი. მალე ომი დაიწყო და დავინვალიდდი. ამასობაში სახურავიც ჩამოიქცა. წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე დახმარება. კომისარიატმა შემომითვალა, ჩამოდი და თუნუქს გაგატანთო. ნასესხები ფულით ვიქირავე ტრანსპორტი და წამოვიღე... პირკატა მეცა, როცა მეზობლებმა დაჟანგული თუნუქი ჩამოცალეს ძარიდან. არ ვარგოდა და ჯართად ჩავაბარე, მის მოსატანად აღებული ვალი რომ მაინც გამესტუმრებინა. პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასაც მივმართე, მაგრამ ჩემს წერილებს ისევ წყალტუბოს გამგეობაში გზავნიდნენ. 2013 წლის ნოემბერში წყალტუბოს გამგეობას ვთხოვე, - შეშით მაინც დამეხმარეთ-მეთქი. ახალი წლის წინადღეს მომივიდა პასუხი, - თქვენს საკითხს 2014 წელს განვიხილავთო. ხედავთ? ისიც კი არ არის მითითებული, რომელ თვეში განიხილავენ, ზოგადად 2014 წელსო!

ომის შემდეგ ვიტალის, როგორც გმირულად დაჭრილს 7 000 ლარი გადასცეს. 
ვიტალი კუჭუხიძე: - "ის ფული თვალის დახამხამებაში გაილია. ჩემს უბედურებას დაემატა ბანკის ვალიც. ერთმა ჯარისკაცმა 4 400 ლარის ასაღებად თავმდებობა მთხოვა. როგორ მეთქვა უარი? რას ვიფიქრებდი, რომ ვალს არ გადაიხდიდა. იმ ბიჭმა ერთადერთხელ გადაიხადა შესატანი, მალევე კი რაღაც ჩაუდენია და დაუპატიმრებიათ. ერთი წელი არ მოიკითხა ბანკმა, აწერდა იმ 4 400 ლარს ჯარიმას და ვალი კატასტროფულად რომ გაიზარდა, არც კი დამირეკეს, ისე დამიბლოკეს თანხა ხელფასიდან. სადაური წესია, რომ არ შემატყობინო? საავადმყოფოდან ახალი გამოსული ვიყავი, ძლივს დავდიოდი და ვაზროვნებდი. მივედი, ავუხსენი, მე რა შუაში ვარ-მეთქი? როგორც ჯარისკაცს, ჯარიმებს ჩამოგაწერთ, მაგრამ ძირი Fფული უნდა გადაიხადოო - ყოველთვიურად მიჰქონდათ 400 ლარამდე. ასე გრძელდებოდა წელიწად-ნახევარი. გავგიჟდი და სამსახურს ხელფასის ჩასარიცხად ჩემი ცოლის სახელზე ანგარიშის გახსნა ვთხოვე. აღარ ვუხდი ფულს ბანკს, მაგრამ მედავებიან, ჯარიმები 22 ათას ლარამდე ავიდა და თუ არ დაფარავ, სახლს დაგიყადაღებთო. დააყადაღონ, ამას თუ სახლი ჰქვია... სამშობლოსთვის უყოყმანოდ გავწირე სიცოცხლე, რომ შემეძლოს, ისევ გავწირავდი და ამ სამშობლომ ერთი საშინელი ბანკისგან რომ მიხსნას, არ შეუძლია?" 

ოჯახი ბანკის ვალების გამო რომ აუწიოკებიათ, ვიღაც ქალბატონს შეუთავაზებია, თქვენი 6 წლის გოგონა მომაშვილეთ, სანაცვლოდ ვალებსაც დაგიფარავთ და კიდევ მოგცემთ ფულსო(!). 
ჩემს შვილებს დალაგებულ ქვეყანაში რომ ეცხოვრათ, თავი გავწირე და გოგონას როგორ მივცემ ვინმეს, თანაც ბანკის იმ ვალის გამო, რომელიც მე არ ამიღიაო,  - შეუთვლია მამას ქალბატონისთვის.
ოჯახს დღემდე ზარავს ამ სიტყვების გახსენება და ოცნებობს, რომ სიღარიბეს რამე სასწაულით დაუსხლტეს...
პ.ს. მკითხველის თხოვნით ვიტალი კუჭუხიძემ გვაცნობა ანგარიშის ნომერი, რომლის საშუალებითაც მსურველთ შეეძლებათ დახმარების გაღება. ანგარიში ვიტალის მეუღლის სახელზეა ”საქართველოს ბანკში”

GE78BG0000000912051800 გულიაშვილი ოლია.



წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2410 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: შეიძლება, დაჯილდოებულ, გაუყიდონ, ორდენით, სახლი, ჯარისკაცს, ოთხი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 77777   (07.02.2014 03:56:10) [მასალა]
ვუშველოთ ამ კაცს ხალხოო,ვიცი ყველას ჩვენი გვტკივა მაგრამ ადამიანების გვერდით დგომას ნამდვილად საჭიროებენ!ადამიანების ხალხნოო!

0   Spam
13 cigana   (06.02.2014 16:35:05) [მასალა]
ამ საცოდავი ადამიანების ცოდვა ჩვენი გაუმაძღარი ხელისუფლების კისერზეა, ეგეთი გაჭირვებული კიდევ რამდენია და არ ვიცით.

0   Spam
12 tiniko1978   (05.02.2014 18:19:42) [მასალა]
ვაიმე სირცხვილო....

0   Spam
11 @grizli@   (04.02.2014 18:24:19) [მასალა]
არსად ასეთი რამ არხდება რაც ჩვენ ქვეყანაში სირცხვილია უბრალოდ

+1   Spam
10 gigagiga239   (04.02.2014 07:28:57) [მასალა]
ეს ქართული სირცხვილია... იმედია ვინმე ვინც რეალურად შეძლებს ამ ოჯახის დახმარებას,ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გავაზიაროთ ყველგან რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს სირცხვილი 2daf4 2daf4

0   Spam
9 tedo99   (04.02.2014 00:06:07) [მასალა]
მართლაც მიმიფურთხებია ასეთი მთავრობისთვის ასე აპასებენ ცჰვენ გმირებს ისევ ცჰვენ თუ გადავარჩენთ ქვეყანას და ერთმანეტს დავეხმარებით 25 03 47d9 8e9df77 88e73

+1   Spam
8 tacha-swd   (03.02.2014 19:36:04) [მასალა]
ღმერთი მოწყალეა გფარავდეს უფლის ძალა არ ვიცი ამას პასუხი არ მოეძებნება ქართველებო ეს საერთო გულის ტკივილია ჩვენ ვალდებული ვართ ცჰვენ განსაცდელს გაუძლოთ და იმათ ვინც ამას ჩჰადის ალბად ღვთის მოშიშება არ გააჩნია ღმერთმა ყველს მიუტეოს

0   Spam
7 sviri79   (02.02.2014 03:00:02) [მასალა]
მძარცველი ნაბოზრები 25

+1   Spam
6 shontiamo   (31.01.2014 22:44:54) [მასალა]
დაქცეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო და არავინაა ჩვენი პატრონი ეეეჰ ცუდია მაგრამ რას ვიზამთ 25 25 25

0   Spam
5 gabelashvili852   (31.01.2014 17:04:33) [მასალა]
ასე ვიცით ქართველებმა გმირების დაფასება 08-boy- 08-boy-

0   Spam
4 zaza1982   (31.01.2014 15:05:07) [მასალა]
გული არ გავიტეხოტ, ცჰვენი საქმე ვაკეტოტ , გმერტი არ გაგვცირავს

+8   Spam
3 giohunt1982   (31.01.2014 11:46:09) [მასალა]
ეს ის შემთხვევაა, როცა მრცხვენია! საშინლად მრცხვენია, "ქართველობის"!! არავინ არ ამადლის სამშობლოს, მისთვის გაღებულ სისხლს, მაგრამ სამშობლო, რომელიც თავის ყველაზე ერთგულ შვილებს არ იცავს! მიმიფურთხებია ასეთი ქვეყნისთვის და მთავრობისთვის!!!

0   Spam
2 xvicha1   (31.01.2014 08:36:18) [მასალა]
23 25

0   Spam
1 vaxo2000   (30.01.2014 23:17:32) [მასალა]
რას უშვება ბანკი ამ ხალხს როგორ სჰემეცოდა 02 47d9 88e73

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика