სამი კაცი თევზაობს, მორჩებიან თევზაობას, გაშლიან კარავს და დაიძინებენ, დილას იღვიძებს ერთი და გადაწყვიტავს, რომ თავისი წილი აიღოს და მარტო წავიდეს სახში, გადათვლის დაჭერილ თევზების რაოდენობას, გაყოფს სამ ნაწილად და ერთი დარჩება ნაშთი, ამიტომ იმ ერთს გადააგდებს, თავის წილს აიღებს და წავა სახში. გაიღვიძებს მეორე, პირველი მეგობარი რომ არ დახვდება იფიქრებს სადმე იქნება გასული ამას კიდევ ძინავს ხომ არ გავაღვიძებო, მოდი ჩემს წილს ავიღებ და წავალო. გადათვლის ისიც, სამზე გაყოფს და ამასაც ერთი დარჩება ნაშთი, ისიც პირველივით ანალოგიურად მოიქცევა ამ ერთს გადააგდებს თავის წილს აიღებს და წავა სახლში. გაიღვიძებს მესამე დაინახავს მარტოა, იფიქრებს სადმე იქნებიან გასულებიო, ადგება დათვლის თევზების რაოდენობას, გაყოფს სამ ნაწილად, ამასაც ერთი დარჩება ნაშთი, ესეც იმათნაირად გადააგდებს ამ ნაშთს აიღებს თავის წილს და წავა.
კითხვა: რამდენი თევზი შეხვდა თითოეულს? ან რამდენი თევზი დაიჭირეს სამივემ ერთად?
P.S. პასუხები კომენტარებში ჩაწერეთ...
|