შარშან წინ ამ ადგილებზე წაბლი, მუხა, ზღმარტლი, კუნელი, ცხემლა, ცაცხვი და სხვა მრავლი ხე თუ ბუჩქი იყო. ჯერ ისედაც პატარა სოფელს რომელისაც არცთუისე დიდი ტყე აქვს, იმის მაგივრად რომ მოუარო გაუფრთხილდე და ახალი მიამატო ეს ფულზე დამონებული არაადამიანები ანადგურებენ ყველაფერს. დღეს ვიყავი ქათამზე სანადიროდ და ამ ადგილებში მივედი, გული კინაღამ გამისკდა.ეს რა უბედურებაა სამართალი საერთოდ არარი. სააკაშვილმა ჭიათურის ტრესტი და მაღაროები მიყიდა უკრაინელ პირს, შემდეგ მაღაროდან გამოტანილი მარგანეცი აღარ ეყოთ და ღია კარიერი გააკეთეს. არავინ ხმას არიღებს,10 წელში ეზოებშიც მოგვადგებიან, სადაც გაზრდილიხარ იქაურობა, შენი ეზო, შენი ტყე სადაც თითოეული კუნძი, თითოეული ხე და ბუჩქნარი ზეპირად იცი. დილას რომ გავიღვიძებ ჩემი სახლის ბოლოდან იწყება ტყე (იმასაც თუ ტყე ქვია). გადავხედავ მზე დილის ალიონზე ანათებს ხევში, მერე ტყიდან ამოსულ ნისლს შეხვდება და ერთად მოეხვევიან ხეებს რომლებიც ასე ელოდნენ მათ. დილით გამოხვალ სუფთა ჰაერს ჩაისუბთქავ, ასეთ პეიზაჟს შეხედავ მერე ფიქრებში მოივლი იმ ტყეს რომელსაც უყურებ გადაავლებ თვალს იქაურობას და შეუდგები შენ საქმეს. ცოტახანში რას მივაჩერდე ამას?
წყარო: http://........
|