ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 27 » სოფელი ბანძა    

18:31:52
სოფელი ბანძა

                                                          სოფელ ბანძის ისტორიული გეოგრაფიიდან

სოფელ ბანძის ისტორიული გეოგრაფიიდან


სოფელი ბანძა სამეგრელოს აღმოსავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, გაშლილ ველზე მდებარეობს. ბანძას დასავლეთისა და ჩრდილო დასავლეთის მხრიდან აბაშის ხეობა ესაზღვრება, ჩრდილოეთით სოფლები: – ნაჯახუ და ნოჯიხუ (ნოჯიხენი), აღმოსავლეთით: – ნაგიბერუ და ონოღია, სამხრეთით: – ვედიდკარი და მუხურჩა.
19 საუკუნის მეორე ნახევარში ბანძა მის გარშემო მდებარე ოცამდე სოფლის ცენტრად ითვლებოდა. ტერიტორიულად მის შემადგენლობაში შედიოდა: ორქა, მახათი, მუხურჩა, ვედიდკარი, ონოღია, ნაგიბერუ, ნაჯახუ (ნოჯიხენი) , ლეხაინდრე, ნაგვაზუ, მაგრამ დარაიონების შემდეგ ბანძის თემს წილად ხვდა ტერიტორიის ის ნაწილი, რაც მას უჭირავს ამჟამად. 
1886 წლის საკომლო აღწერის მასალების მიხედვით სენაკის მაზრის ნაქალაქევის საპოლიციო უბანში შემავალი სოფელი ბანძა აერთიანებდა ოთხ სოფელს: საკუთრივ ბანძას (373 კომლი, 2212 სული), ვედიდკარს (132 კომლი, 835 სული), მახათს (14 კომლი, 99 სული და მუხურჩას 70 კომლი, 413 სული) , სულ 588 კომლი 3559 სული).
საქართველოს სსრ პირველი ადმინისტრაციული ტერიტორიულ დაყოფაში მარტვილის რაიონის 13 სასოფლო საბჭოს შორის, მითითებულია ბანძის სას. საბჭო შემდეგი სოფლებით: ბანძა, ვედიდკარი, ლევახანე, ლეფოჩხუე, მუხურჩა და ორქა. სულ 1217 კომლი, 5906 სული. 
ბანძას მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ეკავა. იგი იყო ერთ– ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი არგუეთ–კლისორის, პეტრა ჭყონდიდის, ფაზის ქუთაისისა (ბუმბუას ხიდის გავლით) და არქეოპოლის სკვიმნიის (ლეჩხუმი) გზებზე. 
კ. ბოროზდინი, რუსეთის მეფის ცნობილი მოხელე სამეგრელოში და ავტორი მოგონებებისა და მხარის ყოფა ცხოვრების შესახებ, წერს: „მდ. აბაშის გაღმა (ე.ი. მარცხენა სანაპიროზე), ვაკეზე გაშლილი იყო უშველებელი სოფელი ბანძა, სადაც 75_ზე მეტი კომლი თავადები ესახლნენ. ეს თავადები ფაღავები იყვნენ. რომელთაც მხოლოდ 800 კომლი აზნაური და გლეხი ჰყავდათ.
ბანძას 40 ვერსის სივრცე, ადგილი ეჭირა, ე.ი. ბანძა მდებარეობდა მდინარე აბაშასა და ცხენისწყალს შუა, ქუთაისის გუბერნიამდე. როგორც ვხედავთ, აბაშასა და ცხენისწყალს შრის მოქცეული ტერიტორია , ბანძის სახელწოდებით ყოფილა ცნობილი, ეს ტერიტორიული საზღვრები სოფელმა შეინარჩუნა თთქმის XX საუკუნის დასაწყისამდე.
არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ ბანძა და მისის შემოგარენი დასახლებული იყი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში (ნეოლითი).
1958 წელს ნიადაგის დამუშავების დროს შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ნეოლითის ხანის ადამიანის მიერ გამოყენებული ნივთები – კაჟის ისრის პირი და სხვადასხვა ფორმის ნუკლეუსები, რომელიც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდშია დაცული. ნეოლითის ხანის ორი არქეოლოგიური ნივთი აღმოჩნდა ბანძის მახლობლად სოფელ ნაგვაზაოში, ამათგან ერთი დაიკარგა, ხოლო მეორე ქვის ცული გახეხილი გაპრიალებული ( სიგრძე 17სმ. სიგანე 6სმ. სისქე 4სმ.) დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
მდ. აბაშის პირას, ბანძის სამხრეთ–დასავლეთით, 1923 წელს აღმოჩენილი იქნა ელინისტური ხანის ქვევრსამარხი, რომელშიც მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად მოთავსებული იყო თიხის ჭურჭელი, ვერჩხლის ფიალა, იმპერატორ ანტონინეს ვერცხლისფული და სხვადასხვა სამკაული. ბანძის ქვევრსამარხი აღწერა და შეისწავლა პროფ. სერგი მაკალათიამ.
ბანძაში მატერიალური კულტურის რამდენიმე ძეგლია მოკვლეული; რომელიც სხვადასხვა დროით თარიღდება, ბანძის ისტორიულ წარსულთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებია დაცული, ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში – „აღწერა სამეოსა საქართველოსა".
ოდოშის (სამეგრელოს) აღწერას მეცნიერი ცხენისწყლის ხეობით იწყებს, და დასახლებულ პუნქტთა შორის პირველად ბანძას ასახელებს. „ცხენისწყლის დასავლით არის მუნვე ბანძა და ციხე კეთილნაშენი"
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ბანძა იმთავითვე გეოგრაფიული ადგილმდებარეობით მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში, ასეთ მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობამ, განაპირობა ის რომ ეს სოფელი არა ერთხელ ყოფილა შინაფეოდალური ბრძოლების ასპარეზი                                                                                                                       
        
                                                                          სოფლის სახელწოდება
სოფლის სახელწოდება

სოფლის სახელის შესახებ არსებობს რამოდენიმე განმარტება,დავიწყოთ იქიდან, რომ ადგილობრივი მოხუცები სოფლის სახელწოდებას განმარტავენ:

1) ბანი ძგა–დ (ძგა მეგრულად კიდეს ნიშნავს). არსებობს სხვა მოსაზრებებიც: 

2)"თითქოს სამეგრელოს მთავარს ჩამოუვლია, უნახავს უამრავი ხალხი და გაკვირვებულს უთქვამს: მუ ხალხიდინობანძუენია თაქ (რა ხალხი ცხოვრობსო (ირევაო) აქ ).

3) "უხსოვარი დროიდან ამ სოფელში იმართებოდა დღეობა. იცოდნენ "ჯარალა", "ჯარობა" – თავშეყრა, გართობა, რიკტაფელას თამაში. ერთხელ მომღერალი ბიჭი რომელიც ჩონგურზე უკრავდა და ტკბილად ღიღინებდა, იქვე ხალხის წრეში, მდგარ გოგონასთან მისულა და თვალით უნიშნებია, რომ მასთან ერთად ემღერა. გოგონა დამორცხვებულა და სიმღერაზე უარი განუცხადებია. მაშინ გაკვირვებულ ბიჭს უთქვამს მისთვის – ბან(ი) ქომუჩ(ი) ძღა, ბანიძღა (ბანი მომეცი, გოგოვ, ბანი გოგოვ!), ე.ი. ჩემთან იმღერეო, ამის შემდეგ ბანძა დარქმევია."

4)"სოფელში ჩამოსულ პირველ მოსახლეს ბანიანი სახლი აუგია და სოფელსაც ბანა–ბანძა ამიტომ ეწოდა".

5) "ბანძელა" ბაძუ კაცის სახელია. ამ სოფელში პირველად ის დასახლებულა. აქედან მოდის გვარები – ბანძავა, ბანძაძე და ბანძელაძე. 
ბანძა ჩვენი აზრით, მეგრული წარმომავლობის სიტყვაა და ნიშნავს გზაშესაყარს, გზაგასაყარს, – "ბორზია შარა"–ს (განშტოებული გზა)"
მკვლევარი როლანდ ბურჭულაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ტოპონიმებზე, ბა ფორმებით იწყება. ამ კლასის ტოპონომებიდან ჩამოთვლის ბაშს, ბანას, ბანძას, ბაგინეთს, ბაქოს, ბათუმს და მიიჩნევს, რომ ბა ეგვიპტური წარმომავლობის ლექსემაა.


წყაროhttp://bandza.dsl.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 6390 | დაამატა: vaxo2000 | ტეგები: სოფელი, ბანძა | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 201 2 »
0   Spam
20 vaxo2000   (30.01.2014 22:33:34) [მასალა]
თუ გინდათ გაიგოთ მეთი ბანძაზე შედით ამ საიტზე bandza.dsl.ge

0   Spam
19 maxo1996   (30.01.2014 22:26:28) [მასალა]
მარტლაც
069 069

0   Spam
18 maxo1996   (30.01.2014 22:15:59) [მასალა]
ვატო საღო მაგარი თემაა 10 10 10

0   Spam
17 maxo1996   (30.01.2014 21:54:04) [მასალა]
ჩემი სოფელი

0   Spam
16 Admin   (29.01.2014 23:27:40) [მასალა]
ბანძის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი


0   Spam
15 sos112   (29.01.2014 22:46:24) [მასალა]
10 10 10

0   Spam
13 surmava2002   (28.01.2014 18:16:51) [მასალა]
ჩემი სოფელი 166 166 10 10 10

0   Spam
12 vaxo2000   (28.01.2014 17:26:44) [მასალა]
მე ვიცი 166 166

0   Spam
11 ramazi_777_   (28.01.2014 15:46:16) [მასალა]
ბანძა ვინც იცისს ონოღიაც ეცოდინება და მე ონოღიელიი ვარრ

0   Spam
10 vaxo2000   (28.01.2014 15:16:29) [მასალა]
10 10 10

0   Spam
9 irakliaa   (27.01.2014 23:50:33) [მასალა]
საგოოოლ ბანცაააააააააააააააააააააააააააააა

0   Spam
8 GuDa   (27.01.2014 23:11:46) [მასალა]
ჩემი სოფელიი <333 23_30_126

0   Spam
7 mere   (27.01.2014 22:44:10) [მასალა]
10 კარგი იმფოა.სხვა კუთხეებზეც დაწერეთ

+1   Spam
6 landia   (27.01.2014 20:26:19) [მასალა]
ისე გაშავდა საქართველოს მტერი ეხლა როშავია ხონი 069 069 069 069

0   Spam
14 tatoxoni   (28.01.2014 19:09:59) [მასალა]
თემო რას ლოცავ საქართველოს მტრებს 069 ხონის ჩრდილიც აღარაა შავი უკვე 069 069

+1   Spam
5 landia   (27.01.2014 20:25:32) [მასალა]
ისე ხონზე უნდა დავწერო მეც ორი სიტყვით"ხონი შავია" 069

1-15 16-19
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика