უსაფრთხოების წესები
● თოფებს ვკეტავთ მხოლოდ სასროლ პოზიციაზე გასვლისას. მანამდე გახსნილი თობებით ვმოძრაობთ;
● ნახევრად ავტომატური თოფის მფლობელები გახსნიან რესივერს და ასე იმოძრავებენ ვიდრე პოზიციაზე არ გავლენ.
● ადამიანზე მიშვერა ცარიელი თოფის და რათქმაუნდა დატენილისაც, კატეგორიულად იკრძალება და ისჯება დისკვალიფიკაციით.
● სროლის დროს უნდა იყოს დაცული იდეალური სიწყნარე
● აკრძალულია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა და დასწრება.
● სასურველია სმენის დამცავებისა და მხედველობის დამცავების ქონა
● დამსწრე საზოგადობას შეადგენს მხოლოდ მონაწილეთა მოწვეული სტუმრები, რომელთა ქცევასა და უსაფრთხოებაზე, მასპინძლები იქნებიან პასუხისმგებელნი.
● ვაზნა თოფში ჩაიდება სასროლ პოზიციაზე დადგომისას, უშუალოდ სროლის წინ
● ყველა მონაწილე ისვრის მხოლოდ 12 კლიბრიანი, გლუვლულიანი თოფით.
თოფები და ვაზნები
ყველა მონაწილე ვალდებულია წარსდგეს 12 კალიბრის გლუვლულიანი თოფით, რომლის ლულის სიგრძე არ იქნება 66 სანტიმეტრზე ნაკლები.
ყველა მონაწილეს ადგილზე დაურიგდება 28 გრამიანი 10 ნომერი ვაზნები;
შეჯიბრის ჩატარების თარიღი და ადგილი
შეჯიბრი გაიმართება 2016 წლის 10 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზებზე იქნება აღნიშვნები, რათა მონაწილეებს გაუდავილდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მისვლა.
მონაწილეების რეგისტაცია და შეჯიბრიში მონაწილების საფასური
ტურნირზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა ზრდასრულ ადამიანს. მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს (ორმოცი ლარი). აქედან 30 ლარი დაეთმობა 30 სროლას და 10 ლარი საპრიზო ფონდს.
პირველი ეტაპი: რეგისტრაციის მსურველმა მონაწილემ სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, პირადი ნომერი, და საკონტაქოტო მობილურის ნომერი უნდა ჩაწეროს ქვემოთ მოცემულ რეგისტრაციის ფორმაში და დააჭიროს “რეგისტრაციას”
რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირი არ არის ბოლომდე რეგისრტირებული ტურნირზე იმიტომ რომ გასავლელია მეორე ნაბიჯიც.
მეორე ეტაპი: ეს ეტაპი არის ანგარიშწორება.
რეგისტრირებულმა მონაწილემ 1 ივლისამდე უნდა ჩარიცხოს თანხა ჩვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამის შემდგომ მონაწილე დარეგისტრიდება ტურნირზე და მითითებულ მობილურის ნომერზე მიუვა ესემესი რომ ის რეგისტრირებულია და მისი სახელიც და სტატუსიც დაიწერება ქვემოთ მოცემულ სიაში
ყურადღება!!! რეგისტრაცია იწყება ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე და ბოლო ვადაა 2016 წლის 1 ივლისი.
ტურნირზე რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ანგარიშსწორება ანუ როგორ უნდა გავიაროთ მეორე (ბოლო) ეტაპი
როცა უკვე გაივლით რეგისტრაციას ამ ბმულზე და დარჩენილი გექნებათ მეორე ეტაპი, ანუ თანხის ჩარიცხვა, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის მიხედვით.
1) ანგარიშსწორება ბანკის საშუალებით
შეგიძლიათ ჩარიცხოთ TBC ბანკის საშუალებით.
ანგარიშის ნომერი: GE27TB7136645063600047
მიმღები: თამაზ ჩხაიძე
დანიშნულება: დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და პირადი ნომერი
2) ანგარიშსწორება Emoney – ის საშუალებით
შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ჩვენს Emoney – ს ანგარიშზე.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან უნდა შეხვიდეთ ელექტრონულ საფულეში ან ანგარიშებში და ჩარიცხოთ იქედან.
ანგარიშის ნომერი: 388927131
მიმღები: Inadire.Ge – ტურნირი სპორტინგში
ყურადღება!!! დააკვირდით აუცილებლად უნდა დააწეროს მიმღების გრაფაში ( Inadire.Ge – ტურნირი სპორტინგში)
ჩარიცხვის შემდეგ შეინახეთ ქვითარი აუცილებლად და დაგვიკავშირდით მაშინვე რომ ჩავინიშნოთ ვის მიერ მოხდა თანხის ჩარიცხვა.
3) ანგარიშსწორება პირდაპირ ხელზე გადახდის საშუალებით.
თუ ვერ მოახერხებთ ზემოთ მოყვანილი მაგალითების საშუალებით თანხის ჩარიცხვას 1 ივლისს, 21:00 საათზე სანამ რეგისტრაცია დასრულდება შეკრება მოხდება ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე და შეგეძლებათ მოხვიდეთ და იქ გადაიხადოთ თანხა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ტელ: 577 42 67 18
კენჭისყრა
კენჭისყრა ჩატარდება 2016 წლის 10 ივლისს 08:15. თითოეული მონაწილე კალათიდან ამოიღებს დახურულ ნომერს, გახსნის და აჩვენებს დამსწრეებს და მთავარ მსაჯს, რომლიც გასაზღვრას თუ მერემდენე გავა იგი სასროლ პიზიციაზე. სასროლი პოზიციის სიახლოვეს იქნება 6 მონაწილე, ხოლო დანარჩენი ოდნავ მოშორებით, სპეციალურ შემოსაზღვრულ ადგილზე, როდესაც პირველი ექვსეული დაასრულებს სროლას, მათ ადგილს დაიკავებს შემდეგი ექვსეული, ხოლო დანარჩენი გადაინაცვლებს სპეციალურად მითითებულ ადგილზე და ასე გაგრძელდება სანა უკნასკნელი მსროლილი არ დაასრულებს ასპარეზობას.
შეჯიბრის რეგლამენტი, ქულების დათვლა და
გამოარჯვებულის გამოვლენის წესი
ასპარეზობა დაიწყება 2016 წლის 10 ივლისს 9:00-ზე. თითოეული მსროლელი განახორცილებეს 30 გასროლას 5 სხვადასხვა პოზიციიდან.
პოზიციები დეტალურად დაიდება ტურნირამდე რამდენიმე 1 კვირით ადრე
ასპარეზობის დასრულების შემდგომ დაითველბა თითოეული მონაწილის ქულა და დადგინდება პირველი ექვსეული.
ფინალურ ეტაპზე გასულ 6 მსროლელს გაუნულდებათ დაგროვილი ქულები და განახორციელებენ 10 გასროლას ორ ეტაპად (5 – 5). იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდა პირველი 3 ადგილი ერთნაირი ქულების მქონე მსროლელებში მოხდება გადასროლა მესამე პოზიციიდან პირველ აცილებამდე.
ქულა – აცილება
თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი, ამას გასაზრღვრავს მაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან.
„რაბითის“ შემთხევაში თეფში გატეხილად ითველბა თუ იგი მთლიანად დამიტვრევა ან მოსცილდება თვალით ხილული ნატეხი. გასროლა ჩაითველბა აცილებათ თუ მისი გატეხვა მოხდება სპეციალურად აღნიშული ადგილის იქით, ამას გასაზრღვრავს მსაჯთა კოლეგია, რომელიც შედგება 2 მსაჯისგან და ერთი მთავარი მსაჯისგან.
იმ შემთხვევაში, თუ სასხლეტზე გამოკვრის შემდგომ არ მოხდება ვაზნის დეტონაცია მთავარი მსაჯი შეამოწმებს ვაზნას, თუ მაზსე აღინიშნება ნემსის კვალი მსროლელს გადაეცემა ახალი ვაზნა. აღნიშნული შემთხვევის ზედიზედ 3-ჯერ განმეორების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება აცილება. თუ ვაზნაზე ნესის კვალი არ გამოჩნდება გასროლა ჩაითველბა აცილებათ.
ნახევრად ავტომატური თოფის შემთხვევაში, გასროლის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა გადატევნა, მსროლელი გასროლას განახორციელებს ხელმეორედ.
დუპლეტის სრილს დროს, თუ დაფიქსირდა არ გადატენვა ან არ მოხდა ვაზნის დეტონაცია, დუპლეტი (2 გასროლა) შესრულდება თავიდან მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა რომელიმე სამიზნე.
პრეტენზიები
იმ შემთხევეაში თუ მონაწილე თვლის, რომ რაიმე დაღვევას აქვს ადგილი უშუალოდ მისი სროლის დროს, იგი ვალდებულია ხელის აწევით ანიშნოს მთავარ მსაჯს აღნიუშნულის შესახებსა სასროლი პოზიციდან გამოსვლის გარეშე, აღნიშნული პრეტენზია განიხილება მსაჯთა კოლეგიის მიერ და დაკმაყოფილდება ან არ დაკმაყოფილდება დასაბუთებულად ახსნის შემდგომ.
დაჯილდოება
დაჯილდეობა მოხდება შეჯიბრის დასრულების შემდგომ.
პირველ სამ ადგლზე გასულ მონაწილეს გადაეცმათ შესაბამისი ყალიბის მედლები, სიგელები, და ფასიანი საჩუქრები.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს სხვა დანარჩენ პრიზებთან ერთად გადაეცემა თასი და სპეციალური ფასიანი საჩუქარი;
მონაწილეთა შორის დარიგდება სხვადასხვა პრიზები სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი Inadire.Ge – ს ტურნირში მონაწილებისთვის.
ტურნირზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს inadire.ge
წყარო: http://inadire.ge
|