ჩინური კვარტალი ჩინური წარმოშობის ადამიანების საცხოვრებელი ადგილია, რომელიც როგორც წესი უცხო ქვეყნის დიდ ქალაქებში მდებარეობს. ჩინური კვარტლების მსოფლიოს ყველა კონტინენტზე გვხვდება, გარდა ანტარქტიდისა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მილიონობით ადამიანი ტოვებს ჩინეთს უკეთესი მომავლის იმედით.
უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ჩინელები ერთად სახლდებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდათ უცხო ქვეყნის კულტურული ზემოქმედებისაგან დაცული ყოფილიყვნენ და ასევე ენობრივი ბარიერი არ შექმნოდათ. ისინი იწყებდნენ საქმიანობას ძირითადათ მცირე ბიზნესში და წარმატებებსაც აღწევდნენ. ჩინური კვარტლები დღეს იქ არსებული განსხვავებული ატმოსფეროს გამო ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა.
მიგრაციის მიზეზები
ჩინეთის დატოვებით მთავარი მიზეზი საზღვარგარეთ სამუშაოს პოვნაა. ჩინელები ბოლო ასწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად მუშახელად ითვლებოდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა საზღვარგარეთ ემუშავათ სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო სამუშაოებზე, მაღაროებში, მეზღვაურებად . შეერთებული შტატების და კანადის ავტოსტრადების მშენებლობაში აქტიურად მონაწილეობდა ჩინელი მუშახელი. ჩინელი მიგრანტები ხშირად ხდებოდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი. მე-19 , მე-20 საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერემე მკაცრად შეიზღუდა ჩინელების შედინება აშშ-ში, მაგრამ მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნა ეგრედწოდებული ,,ჩაინატაუნების” რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ცხოვრება ჩინურ კვარტლებში
ცხოვრება ჩინურ უბნებში ძალიან წააგავს ცხოვრების წესს ჩინეთში. ჩინელები ლაპარაკობენ ძირითადად ჩინურ ენაზე და ასევე მათი სამყოფელი ქვეყნის ენასაც ითვისებენ. სწავლება ადგილობრივ სკოლებში ორივე ენაზე მიმდინარეობს. იქ მცხოვრები ადამიანები თავიანთი რელიგიის მიმდევრები არიან. შენობები როგორც წესი ჩინური არქიტექტურის მიხედვით შენდება. ჩინურ კვარტლებში შეხვდებით ჩინურ რესტორნებს, მაღაზიებს, ჩაის სახლებს, ტრადიციული მედიცინის ცენტრებს, სამკაულების მაღაზიებს და ა.შ. ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩინურ კვარტლებს ტრადიციული ჩინური კერძების დასაგემოვნებლად, ჩინური კულტურის გასაცნობად და ასევე ჩინურ დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად, მაგალითად როგორიცაა ახალი წელი.
შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი ჩინური კვარტლები ნიუ-იორკში და სან-ფრანცისკოშია. ნიუ-იორკის ,,ჩაინატაუნი” 150 წელს ითვლის და აშშ-ში ყველაზე დიდია. ხოლო სან-ფრანცისკოს ჩინური კვარტალი ყველაზე ძველია შტატებში. ის 1840 წელს დაარსდა ჩინეთიდან ჩასული მიგრატებისაგან.
ჩინური კვარტლები ბევრს სხვა დიდ ქალაქში მდებარეობენ:
ბოსტონი, ჩიკაგო, ლოსანჯელესი, ფილადელფია, სან-დიეგო, სიეტლი, ტორონტო, ვანკუვერი, ვაშინგტონი, კალკუტა, ბანკონგი, ჯაკარტა, კუალა-ლუმპური, მანილა, სინაგაპური , იოკოჰამა, ლივერპული, ლონდონი, პარიზი, მანჩესტერი, ბუენოს-აირესი, ჰავანა, მეხიკო, ლიმა, სიდნეი, მელბრუნი, იოჰანესბურგი