ანგელოზსს უწოდებენ მუხას , რომელიც მსოფლიოში ბუნების სასწაულადაც ითვლება. "ანგელოზი მუხა" ცოცხლობს ჯონის კუნძულზე , სამხრეთ კაროლინაში. ეს მუხა იმით არის საყურადღებო , რომ მისი სიცოცხლე 1400 წელს ითვლის , იგი ერთ-ერთი უძველეს ხედ ითვლება მთელს მსოფლიოში. ეს მუხა სიმაღლეში 20 მეტრს აღწევს და მისი დიამეტრი დაახლოებით 8 მეტრია. იგი მოიცავს 159 კვადრატულ მეტრს. ხის ყველაზე დიდი "კიდურის" სიგრძე 27 მეტრზე მეტია , ხოლო ამ კიდურის დიამეტრი 3.5 მეტრია.
ტყუპმა ძმებმა ცოლად მოიყვანეს ტყუპი დები. ეს პირველი შემთხვევა სულაც არ არის (დაფიქსირებულია დაახლ. 250 შემთხვევა). გენეტიკურად მათი შვილები დები (ან ძმები, ან და-ძმა) იქნებიან.
Entoloma hochstetteri არის სოკოს სახეობა, რომელიც აღმოჩენილია ინდოეთსა და ახალ ზელანდიაში. არის თუ არა იგი შხამიანი, ეს ჯერ უცნობია.
ვარხვი კვებავს თავის ნაშიერს.
ყვითელკოპლება სალამანდრები წელიწადის უმეტეს ნაწილს ფოთლებქვეშ ძრომიალს ანდომებენ, სოროებს აფარებენ თავს. როცა ტემპერატურა იმატებს, ისინი ერთად (მათი რაოდენობა ზოგკერ ასობით ათასს აღწევს) მიემართებიან გუბურებისკენ შესაწყვილებლად.
ეს გამომშრალი ფოთლები ყრია ამკაიაკუს ეროვნულ პარკში (კოლუმბია). ჰო, და თუ კარგად დააკვირდებით, ფოთლებზე დასკუპებულ შენიღბულ ბაყაყსაც დაინახავთ. ისიც ამ პარკის ბინადარია.
სამი მდინარის (ilz, Danube და Inn) შესართავი პასაუში (გერმანია).
ხმალნისკარტა კოლიბრი (Encifera encifera) ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში. ნისკარტი და ენა თავის სხეულზე გრძელი აქვს. მისი მეცნიერული სახელწოდება "ხმლის მტარებელს" ნიშნავს. ხმალნისკარტას სხეულის სიგრძეა 15სმ. (ნისკარტი არ ითვლება).
ეს არის საუცხოოდ ლურჯი ნარჩიტა. ბინადრობს ავსტრალიაში. მისი სიგრძეა დაახლ. 14სმ. ასეთი სილამაზით მხოლოდ მამრია დაჯილდოებული. მდედრი ყავისფერია.
ფარვანას ნათურის სინათლე კი არ იზიდავს, არამედ ორიენტაციას აკარგვინებს მას. იგი გადასაადგილებლად სინათლის ბუნებრივ წყაროებს (მზე, მთვარე) იყენებს. მათი საშუალებით ფარვანა განსაზღვრავს მიმართულებას (მაგ., საით არის "მაღლა"). როცა ის ოთახში ადამიანის მიერ დაკიდებული ხელოვნური მზის წინაშე აღმოჩნდება, იბნევა სინათლის წყაროს ასე ახლოს ყოფნის გამო და იწყებს მის გარშემო ფრენას.
მთა თორი მდებარეობს ბაფინის კუნძულზე არსებულ Auyuittuq-ის ეროვნულ პარკში (კანადა). მისი მაქსიმალური სიმაღლეა 1675 მეტრი.
მექსიკური ხვლიკი, რომელიც ფეხებიან გველს თუ არა, მატლს მაინც მოგვაგონებს და არც ხვლიკია, ითვლება Amphisbaenian-ად (უფეხო არსება, რომელიც ახლოსაა გველთან და ხვლიკთან), თუმცა მას წინა კიდურები აქვს. ის თხუნელასავით მიწის ქვეშ ბინადრობს. იკვებება მწერებითა და მატლებით. მისი სიგრძეა 15 - 23 სმ.
Leaf monkey ბინადრობს აზიის სამხრეთსა და სამხრეთ-არმოსავლეთ ნაწილებში. ზრდასრული მაიმუნი შავი ან ნაცრისფერია, პატარა კი - ნარინჯისფერი. ფოტო გადაღებულია ტაილანდის ზოოპარკში.
სამეფო მემატლია ბინადრობს მექსიკაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში. იკვებება მწერებით. მისი სიგრძეა დაახლ. 15სმ. ის გრძელ ბუდეს აგებს (ზოგჯერ მისი სიგრძე 1 მეტრია).
ეს არის მფრინავი იხვი ორქიდეა, რომელიც ხარობს ავსტრალიაში. მისი სიმაღლეა დაახლ. 50 სმ. ერთ ღეროზე 2-4 ყვავილი ამოდის. ყვავილობს სექტემბრიდან იანვრამდე პერიოდში.
მკვლელი ბაღლინჯო (ინგ.The assassin bug) თავისი მსხვერპლების გვამებს ჯავშანივით ატარებს.
საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობის მქონე ანგარიში, რომლითაც მატჩი ოდესმე დამთვრებულა, იყო 149:0! თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, როგორ ითამაშა გუნდმა ისე ცუდად, რომ 149 გოლი გააშვებინა მოწინააღმდეგეს თავის კარშიო (ან არ გაგიკვირდებათ და გაიფიქრებთ: "გაგვიკვირდება არა ის"-ო :DD). თუმცა, სინამდვილეში ეს იყო პროტესტის ერთგვარი ფორმა: 2002 წელს Stade Olympique de L’emyrne (SOE)-სა და AS Adema of Madagascar-ს შორის გამართული შეხვედრის დასასრულს ( როცა ანგარიში 2:2 იყო ), მსაჯმა დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რამაც გამოიწვია SOE-ს დამარცხება. პროტესტის ნიშნად, SOE-ს მოთამაშეებმა გამიზნულად გაიტანეს თავიანთ კარში 149 გოლი, აღელვებული მაყურებლები კი ჯიხურებს მიადგნენ ბილეთების საფასურის დაბრუნების მოთხოვნით. SOE-მ რეკორდი დაამყარა, თუმცა მისი რიგები მაინც დაატოვებინეს მწვრთნელს, კაპიტანსა და რამდენიმე ფეხბურთელს. მსაჯი არ დასჯილა
42 წლის Huang Guofu-მ 4 წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო ორივე მხარი დაკარგა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი თავისი სურვილების განხორციელებაში: 12 წლის ასაკში მან ხატვა დაიწყო ფეხებით. რამდენიმე წელში Huang-ის მამა ავად გახდა და ოჯახის რჩენა მას დაეკისრა. ამის გამო სკოლა მიატოვა და გადაწყვიტა, პროფესიონალი მხატვარი გამხდარიყო. თავიდან თავისი ნახატების ქუჩაში გაყიდვა სცადა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მათ ელეგანტურობა აკლდა. არც ეს აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი, Huang-მა ისწავლა ფუნჯის პირით გამოყენება, რამაც მას საშუალება მისცა უფრო დეტალური ნახატები შეექმნა.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი მდებარეობს ხორვატიაში,რომელსაც ჰქვია ,,ჰუმი,,. მისი მოსახლეობა შეადგენს 17-დან 24-მდე ადამიანს.
ფოტოგრაფმა Nick Nichols-მა National Geographic-თან ერთად ააგო სამკამერიანი მოძრავი ხელსაწყო, რათა გადაეღო უზარმაზარი, 1,600 წლის წითელი ხე კალიფორნიაში (აშშ). საბოლოო კომპოზიცია შედგა 84 ფოტოსგან.
Morpho peleides - ეს პეპელა შეიძლება იყოს ლურჯი ან მწვანე. მისი ფრთების სიგრძე 12-დან 20 სმ.-მდე. ფრთის მეორე მხარე ყავისფერია უამრავი "თვალით", რაც იცავს პეპელას მტაცებელთა თავდასხმისგან მაშინ, როცა ფრთები დაკეცილი აქვს.
ძაღლი, სახელად ლეაო, საშინელი მეწყერის დროს დაღუპული პატრონის საფლავთან. რიო-დე-ჟანეირო, 2011 წლის 15 იანვარი.
ბანკოგში მდებარე სასტუმრო Lebua-ს 63-ე სართულზე განთავსებული "Sky Bar ", ტაილანდის ყველაზე საუკეთესო ბარ-რესტორანი.
ბრიტანეთში დაიბადა გოგონა, სისხლის გარეშე. პატარა ოლივია მაშინვე აღიარეს მედიცინის სასწაულად. იგი დაიბადა ძალიან ფერმკრთალი. გოგონა, რომელსაც ექიმები ორი საათის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ, გადარჩა სისხლის გადასხმით. მისი გათეთრებული სხეული, ცოცხალ ორგანიზმად გარდაისახა. ბავშვის მდგომარეობა იმდენად იშვიათი იყო, რომ ის მედიცინის სახელმძღვანელოებზე გამოჩნდება. ეს იყო საოცრება. ექიმების წყალობით და ძალისხმევით, ბავშვის სხეულმა ნელ-ნელა ვარდისფერი იერი მიიღო; ამბობს ოლივიას დედა
ვულკან კელიმუტუზე შეგიძლიათ ნახოთ სამი სხვადასხვაფერის ტბა.
7 ადგილიანი ლიმუზინი. ავტომანქანა GP Limo ავითარებს 480 კმ.სთს
]
ახალაზრდა წყვილი ხორვატიაში
ციყვი თხილის თხოულობს
ყველაზე ორიგინალური შდრევანი
წყარო: http://facebook.com
|