ხელოვან Kittiwat Unarrom-ის მამას აქვს საცხობი Ratchaburi-ში (ტაილანდი). ყურადღების მისაპყრობად ის ქმნის მსოფლიოში ყველაზე უცნაური ფორმის პურებს.
ასე რეაგირებს ახალდაბადებული გორილა ცივი სტეტოსკოპის შეხებისას. ეს გორილა მელბურნის ზოოპარკში დაიბადა.
ასეა გავლებული საზღვარი ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის პატარა ქალაქში, რომელსაც ჰქვია Baarle-Nassau. ფოტოზე ხედავთ რესტორანს, რომელიც ორივე ქვეყანაშია. ნიდერლანდებში რესტორნები ბელგიაში არსებულ რესტორნებთან შედარებით ადრე იკეტებიან (კანონის თანახმად). ამიტომ, როცა ის ნიდერლანდებში დაიკეტება, ხალხი რესტორნის ბელგიურ ნაწილში გადაინაცვლებს - ხოლმე.
2007 წელს ლოს ანჯელესში, აივენჰოს რეზერვუარში აღმოაჩინეს bromate-ის მაღალი დონე (ეს არის კანცეროგენი, რომელიც ყალიბდება ბრომისა და ქლორის მზის სხივებთან რეაქციაში შესვლით). დღეს მას ანეიტრალებს რეზერვუარში ჩაყრილი 3 მილიონი პლასტმასის ბურთი.
კოსტა რიკული არლეკინო, იგივე კლოუნი ბაყაყი ბინადრობს კოსტა რიკასა და პანამაში. ეს სახეობა გადაშენების პირასაა.
ეს არის პეპლის ხორთუმი, რომელიც მას თავში აქვს მოთავსებული. სწორედ ამის საშუალებით იღებს იგი ნექტარს ყვავილებიდან
ჩინეთის გარემოს დაცვის ფონდმა წამოიწყო კამპანია - 15 ქალაქის გადასასვლელებზე დააფინა 132 ტილო, რომლებზეც გამოსახული იყო შიშველი ხეები. მათ გამვლელები "მოსავდნენ" შემდეგნაირად - გადასასვლელის ორივე მხრიდან დასხმული იყო მწვანე საღებავი და როცა მასზე ადამიანები გადადიოდნენ, ნაფეხურებისგან იქმნებოდა ფოთლები. BBC-ის განცხადებით, 3,920,000-მა ადამიანმა გადაკვეთა გადასასვლელები.
შოტლანდიაში წმ. ანდრეას უნივერსიტეტის სტუდენტები Raisin Monday (ქიშმიშის ორშაბათი)-ის დღესასწაულზე ტრადიციულად აწყობენ ქაფით ბრძოლას. ტრადიციისამებრ, ადრე ახალი სტუდენტები 0,45 კგ. ქიშმიშს აძლევდნენ "სტაჟიან" სტუდენტებს ლათინურად დაწერილი რეცეპტის სანაცვლოდ, რომელიც მათ დაეხმარებოდა სტუდენტურ ცხოვრებასთან შეგუებაში. რეცეპტის მიუცემლობის შემთხვევაში შადრევანთან იწყებოდა ბრძოლა - ერთმანეთისთვის ქიშმიშის სროლა. დღესდღეობით, ქიშმიშის ნაცვლად იყენებენ ქაფსა და ღვინოს. 2011 წელს ამ დღესასწაულში მონაწილეობა პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმაც მიიღეს.
The Glo Pillow არის ფაფუკი ბალიში. მასში ჩამონტაჟებულია მაღვიძარა, რომელიც თქვენ მიერ დაყენებულ სასურველ დრომდე 40 წუთით ადრე იწყებს თქვენს გამოფხიზლებას იმით, რომ თანდათან ნათდება, რითაც ის ნელნება და მშვიდად გაბრუნებთ რეალობაში. ფოტოს ავტორია ტიმ კემპლი. მასზე ხედავთ Granite Dome-ის კიდეზე მჯდომ Alex Honnold-ს, იოსემიტის ეროვნულ პარკში, 1444 მეტრ სიმაღლეზე. ის აქ თოკების დახმარებით ამოვიდა. არსებობს მთამსვლელობის ერთ-ერთი სახეობა, ტექნიკა - free soloing. ალექსი სწორედ ამ სახეობის "მიმდევარია" და ექსპერტთა მიერ საუკეთესო free soloist-ადაა დასახელებული.
ფოტოს ავტორი Dyrk Daniels-ი იხსენებს: "შევნიშნე, რომ პატარა გოგონა ხელებით მოყრდნობოდა შუშას და ყურადღებით ადევნებდა თვალს "დიდ ფისოებს". საკუთარ თვალებს არ დაავუჯერე, როცა Taj-ი (ბენგალიური ვეფხვი) მიუახლოვდა გოგონას, თავი დახარა და თავისი უზარმაზარი მარჯვენა თათი ზუსტად გოგონას ხელის პირდაპირ დაადო შუშას. საოცარი სანახავი იყო. Taj-მა ჩამოსწია მარჯვენა თათი, თავისი ლოყა შუშას იქ გაუსვა, სადაც გოგონას თავი ჰქონდა მიდებული და წავიდა. გოგონას სულაც არ შეშინებია. ის აღტაცებული იყო, ტაშის დაკვრა დაიწყო და დედისკენ გაემართა".
ილუზიური აუზი შექმნა არგენტინელმა ხელოვანმა Leandro Erlich-მა. მისი ნახვა შესაძლებელია იაპონიაში, კერძოდ Kanazawa-ში არსებულ მუზეუმში (The 21st Century Museum of Contemporary Art).
სამოთხის მგალობელი ჩიტის სიგრძე მერყეობს 13,5-დან 15 სმ.-მდე. მას აქვს შავი ნისკარტი, ნაცრისფერი ფეხები. გული აქვს ლურჯი, ზურგი კი ყვითელი, ან წითელი. ბინადრობს სამხრეთ ამერიკაში.
ვაშინგტონში მეტროს სადგურზე კაცი ჩამოჯდა და ვიოლინოს დაკვრა დაიწყო. იანვრის ცივი დილა იდგა. 45 წუთის განმავლობაში მან ბახის ექვსი პიესა შეასრულა. პიკის საათი იყო და გამოთვლების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა. მათგან უმრავლესობა სამსახურში მიიჩქაროდა. სამი წუთის შემდეგ შუახნის მამაკაცმა ყურადღება მიაქცია მუსიკოსს. მან ნაბიჯი შეანელა, რამდ ენიმე წამით შეჩერდა კიდევაც; შე მდეგ კვლავ თავის საქმეებზე გაეჩქარა. კიდევ ერთი წუთის შემდეგ მევიოლინემ პირველი დოლარი დაიმსახურა: ჩამვლელმა ქალმა ფული ჩაუგდო და არ შეჩერებულა, ისე განაგრძო გზა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაც კაცი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო დაკვრას; მაგრამ შემდეგ საათზე დაიხედა და წავიდა. ცხადია, სამსახურში აგვიანდებოდა. ყველაზე მეტი ყურადღება მუსიკოსს სამი წლის ბიჭუნამ მიაქცია. მას დედა ხელჩაკიდებულს მიარბენინებდა, მაგრამ ბავშვი შეჩერდა, მუსიკოსისთვის რომ შეეხედა. ბოლოს და ბოლოს დედამ ძლიერად გაქაჩა ბავშვი და თან გაიყოლა. ბიჭუნა წავიდა, მაგრამ წამდაუწუმ თავს ატრიალებდა, სანამ მევიოლინეს დანახვა შეეძლო. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ბავშვიც. უკლებლივ ყველა მშობელი აიძულებდა შვილს, გზა განეგრძო. 45 წუთის განმავლობაში, სანამ მუსიკოსი უკრავდა, მხოლოდ ექვსი ადამიანი შეჩერდა და დაყოვნდა რაღაც დროით. ოციოდე ადამიანმა მას ფული მისცა, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელებიათ. სულ 32 დოლარი შეგროვდა. როდესაც მან დაკვრა დაამთავრა და სიჩუმე ჩამოვარდა, არც ეს შეუმჩნევია ვინმეს. ტაში არავის დაუკრავს, არც სხვა გზით გამოუხატავთ აღტაცება. არავინ იცოდა, რომ ეს მევიოლინე იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მან 3,5 მილიონ დოლარად ღირებულ ვიოლინოზე შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა. მეტროს სადგურზე გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე ჯოშუა ბელი ბოსტონის თეატრში უკრავდა სავსე დარბაზში. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 100 დოლარს შეადგენდა. ეს ნამდვილი ამბავი გახლავთ. ჯოშუა ბელის ინკოგნიტო გამოსვლა „ვაშინგტონ პოსტის " ორგანიზებული იყო და სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენდა. მისი მიზანი ხალხის აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. კითხვა ამგვარად იდგა: ჩვეულ გარემოში და არახელსაყრელ დროს – გაგვაჩნია სილამაზის აღქმა? შევჩერდებით, რათა დავტკბეთ მით? გამოვარჩევთ ტალანტს უჩვეულო ვითარებაში? ამ გამოცდილების ერთ-ერთი დასკვნა შესაძლოა ასეთიც იყოს: თუკი ჩვენ წუთიც ვერ გამოგვინახავს, რათა შევჩერდეთ და ყური დავუგდოთ მსოფლიოს ერთ უდიდეს მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მელოდიას, რაც კი ოდესმე შექმნილა – რამდენი სხვა რამ გვრჩება ყურადღების მიღმა?
ზღარბები ბრმები იბადებიან. სულ ზღარბის 16 სახეობა არსებობს. ის იკვებება ლოკოკინებით, მწერებით, ბაყაყებით, ჩიტის კვერცხებით დ სხვ.
ფოტოზე ჩანს ტბა მალავი, რომლის თავზეც არც ღრუბლებია და არც - კვამლი. ეს არის მილიონობით ბუზისგან თუ ქინქლასგან შემდგარი გუნდები. როცა ამინდი ნორმალურია, ბუზები და ქინქლები ქმნიან ერთობლიობას შესაწყვილებლად. თითოეულ გუნდში შესაძლოა იმაზე მეტი მწერი იყოს, ვიდრე ადამიანია დედამიწაზე.
The Amazon Milk frog (milk-რძე, frog-ბაყაყი) არის ხის ბაყაყების ერთ-ერთი ლამაზი სახეობა., რომლის ნახვაც მხოლოდ გართიანებულ სამეფოშია შესაძლებელი გარკვეულ პერიოდში. მას აქვს მძიმე სხეული, რომლის სიგრძეც 6-10 სმ.-ია. ის გამოყოფს რძისებურ ნივთიერებას, რომელიც სავარაუდოდ თავდასაცავად გამოსაყენებელი შხამი უნდა იყოს.
გობლინი ზვიგენი ოკეანის სიღრმეში ცხოვრობს. ის პირველად იაპონიის მიდამოებში აღმოაჩინეს (ასევე ბინადრობს მექსიკის ყურეში, წყნარ ოკეანეში, ატლანტის ოკეანეში). მისი სიგრძე მერყეობს 2,4-დან 3,2 მეტრამდე (ყველაზე დიდი, რაც უნახავთ, იყო 3,9-მეტრიანი და იწონიდა 210 კგ.-ს).
კაკაპო (მაორი: ღამის თუთიყუში) ახალი ზელანდიის მკვიდრია. მას აქვს დიდი ნაცრისფერი ნისკარტი, მოკლე ფეხები, მოკლე ფრთები და კუდი. იგი არის მსოფლიოში ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. სამწუხაროდ, კაკაპოები გადაშენების პირას იმყოფებიან (მათზე ნადირობდნენ ბუმბულისა და ხორცის გამო). მათი რაოდენობა დღეს მხოლოდ 125-ია (დაახლ.). კაკაპო ხშირად გვხვდება ახალი ზელანდიის მკვიდრთა ლეგენდებში.
Margay არის გარეული კატა, რომელიც განცალკევებით ცხოვრობს. ის იმ ცხოველების რიგს მიეკუთვნება, რომლებსაც ხეებზე აცოცება შეუძლიათ ისე, რომ თან ძირს იყურონ. Margay-ს გადაშენების პირას მყოფად თვლიან, თუმცა ზუსტად მაინც არ იციან მისი პოპულაციის სიდიდე მექსიკიდან არგენტინამდე. მას ისე უყვარს ხეებზე ყოფნა და ისე კარგადაა შეჩვეული მათზე ცხოვრებას, რომ შეუძლია მთელი ცხოვრება მიწაზე ჩამოუსვლელად გაატაროს. ის ძალიან კარგად ხედავს ღამით და უპრობლემოდ იკვებება ჩიტებით, ქვეწარმავლებით, ციყვებით
წყარო: https://www.facebook.com/
|